იესო ნავეს ძე
15 იუდას ტომს შტოთა მიხედვით წილად ხვდა მიწა+ ედომის+ საზღვრამდე, ცინის უდაბნო ნეგების სამხრეთ კიდემდე. 2 მისი სამხრეთი საზღვარი იწყებოდა მარილოვანი ზღვის*+ კიდიდან, სამხრეთ ყურიდან, 3 გადიოდა სამხრეთით აკრაბიმის მაღლობამდე,+ შემდეგ ცინზე და სამხრეთიდან კადეშ-ბარნეამდე+ ადიოდა, გაივლიდა ხეცრონს, ადიოდა ადარამდე და უხვევდა კარკასკენ, 4 გრძელდებოდა აცმონამდე,+ შემდეგ ეგვიპტის ხევამდე+ და ზღვასთან* მთავრდებოდა. ეს იყო მათი სამხრეთი საზღვარი.
5 აღმოსავლეთით მარილოვანი ზღვა ესაზღვრებოდა იორდანის შესართავამდე; ჩრდილოეთით საზღვარი იწყებოდა ზღვის ყურიდან, იორდანის+ შესართავიდან, 6 ადიოდა ბეთ-ხოგლამდე,+ გადიოდა ბეთ-არაბის+ ჩრდილოეთით და რეუბენის ძის, ბოჰანის,+ ქვამდე გრძელდებოდა. 7 ადიოდა საზღვარი დებირამდე, აქორის ველამდე+ და უხვევდა ჩრდილოეთით გილგალისკენ,+ რომელიც ხევის სამხრეთით ადუმიმის მაღლობის პირდაპირ არის; გრძელდებოდა საზღვარი ენ-შემეშის+ წყაროსკენ და მთავრდებოდა ენ-როგელთან.+ 8 ადიოდა საზღვარი ჰინომის ძის ველამდე,+ იებუსელთა+ ქალაქის ანუ იერუსალიმის+ სამხრეთ ფერდობამდე და გრძელდებოდა ჩრდილოეთით რეფაიმის ველის ბოლოში მდებარე მთის თხემამდე, დასავლეთით ჰინომის ველს რომ გადაჰყურებს. 9 გადიოდა საზღვარი მთის თხემიდან ნეფთოახის წყაროსკენ+ ეფრონის მთაზე მდებარე ქალაქებამდე; გრძელდებოდა ბაალამდე, იმავე კირიათ-იეარიმამდე.+ 10 საზღვარი დასავლეთით ბაალას უვლიდა გვერდს, სეირის მთამდე მიდიოდა და კვეთდა იეარიმის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქესალონს, ეშვებოდა ბეთ-შემეშისკენ+ და თიმნაზე+ გადიოდა. 11 იქიდან საზღვარი ჩრდილოეთით ეკრონის+ ფერდობამდე ადიოდა, შიქერონამდე და ბაალას მთაზე გადიოდა, იაბნეელამდე გრძელდებოდა და ზღვასთან მთავრდებოდა.
12 საზღვარი დასავლეთით დიდი ზღვა*+ და მისი სანაპირო იყო. ეს იყო იუდას შთამომავალთა სამკვიდროს საზღვრები მათი საგვარეულოების მიხედვით.
13 მისცა იესო ნავეს ძემ ქალებ+ იეფუნეს ძეს იუდას შთამომავლებს შორის წილი — კირიათ-არბა (არბა ანაკის მამა იყო), იგივე ხებრონი,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა იესო ნავეს ძეს. 14 განდევნა იქიდან ქალებ იეფუნეს ძემ ანაკის სამი ვაჟი+ — შეშაი, ახიმანი და თალმაი+ — ანაკის შთამომავლები. 15 შემდეგ დებირის+ მკვიდრთა წინააღმდეგ გაილაშქრა (დებირს ადრე კირიათ-სეფერი ერქვა). 16 ქალებ იეფუნეს ძემ თქვა, ვინც შეუტევს კირიათ-სეფერს და დაიპყრობს, ჩემს ასულ აქსას მივათხოვებო. 17 დაიპყრო ის ოთნიელმა,+ ქალებ იეფუნეს ძის ძმისშვილმა, კენაზის ვაჟმა.+ მანაც მიათხოვა თავისი ასული აქსა.+ 18 გამგზავრებამდე ქალმა ქმარი წააქეზა, მამაჩემს მინდორი სთხოვეო. შემდეგ ჩამოხტა ქალი ვირიდან*. ქალებ იეფუნეს ძემ ჰკითხა: „რა გინდა?“+ 19 მან მიუგო: „დამლოცე, და რაკი ნეგები* მომეცი, ბარემ გულოთ-მაიმიც* მომეცი“. მანაც მისცა ზემო გულოთი და ქვემო გულოთი.
20 ეს იყო იუდას ტომის სამკვიდრო შტოების მიხედვით.
21 ედომის+ საზღვართან, სამხრეთით, იუდას ტომის ქალაქები იყო: კაბცეელი, ედერი, იაგური, 22 კინა, დიმონა, ადადა, 23 კედეში, ხაცორი, ითნანი, 24 ზიფი, ტელემი, ბეალოთი, 25 ხაცორ-ხადათა, კერიოთ-ხეცრონი, იგივე ხაცორი, 26 ამამი, შემა, მოლადა,+ 27 ხაცარ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფალეტი,+ 28 ხაცარ-შუალი, ბეერ-შება,+ ბიზიოთია, 29 ბაალა, იიმი, ეცემი, 30 ელთოლადი, ქესილი, ხორმა,+ 31 ციკლაგი,+ მადმანა, სანსანა, 32 ლებაოთი, შილხიმი, აინი და რიმონი;+ სულ 29 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
33 შეფელაში+ იყო: ეშთაოლი, ცორა,+ აშნა, 34 ზანოახი, ენ-განიმი, თაფუახი, ენამი, 35 იარმუთი, ადულამი,+ სოქო, აზეკა,+ 36 შაარაიმი,+ ადითაიმი, გედერა და გედეროთაიმი*; სულ 14 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
37 ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი, 38 დილანი, მიცფე, იოკთეელი, 39 ლაქიში,+ ბოცკათი, ეგლონი, 40 ქაბონი, ლახმასი, ქითლიში, 41 გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაამა და მაკედა;+ სულ 16 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
42 ლიბნა,+ ეთერი, აშანი,+ 43 იფთახი, აშნა, ნეციბი, 44 კეილა, აქციბი და მარეშა; სულ 9 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
45 ეკრონი მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით, 46 ეკრონიდან დასავლეთით აშდოდის მოსაზღვრე ყველა ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
47 აშდოდი+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით, ღაზა+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით ეგვიპტის ხევამდე, დიდი ზღვა და მისი მიდამოები.+
48 მთიან მხარეში შამირი, იათირი,+ სოქო, 49 დანა, კირიათ-სანა, იგივე დებირი, 50 ანაბი, ეშთემო,+ ანიმი, 51 გოშენი,+ ხოლონი და გილო;+ სულ 11 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
52 არაბი, დუმა, ეშანი, 53 იანუმი, ბეთ-თაფუახი, აფეკა, 54 ხუმტა, კირიათ-არბა, იგივე ხებრონი+ და ციორი; სულ 9 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
55 მაონი,+ ქარმელი, ზიფი,+ იუტა, 56 იზრეელი, იოკდეამი, ზანოახი, 57 კაინი, გიბა და თიმნა;+ სულ 10 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
58 ხალხული, ბეთ-ცური, გედორი, 59 მაარათი, ბეთ-ანოთი, ელთეკონი; სულ 6 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
60 კირიათ-ბაალი, იგივე კირიათ-იეარიმი,+ და რაბა; სულ 2 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
61 უდაბნოში ბეთ-არაბა,+ მიდინი, სექაქა, 62 ნიბშანი, მარილოვანი ქალაქი და ენ-გედი;+ სულ 6 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
63 ვერ განდევნეს იუდას შთამომავლებმა+ იერუსალიმში მცხოვრები+ იებუსელები,+ ამიტომ ისინი დღემდე მათთან ერთად ცხოვრობენ იერუსალიმში.