გედეროთაიმი
ეს სახელი „ქვის ორ ფარეხს“ ნიშნავს. როგორც ჩანს, ის შეფელაში მდებარე იუდას ტომის ქალაქებს შორის ერთ-ერთი იყო, თუმცა მისი ადგილმდებარეობა დღეისთვის უცნობია (იეს. 15:20, 33, 36). სეპტუაგინტაში გედეროთაიმის ადგილას წერია „თავის ფარეხებიანად“ ანუ საუბარია გედერაზე (მის წინ მოხსენიებული ადგილი) თავის ფარეხებიანად. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ამ სიაში 15 ქალაქი კი არ არის ჩამოთვლილი, არამედ მითითებულისამებრ — 14 (იეს. 15:33—36). ვინაიდან ასეთი სახის ჩამონათვალში ზემოხსენებული გამოთქმის გამოყენება საკმაოდ უჩვეულოა, ზოგი ფიქრობს, რომ ამ მუხლში „გედერასა და გედეროთაიმის“ ნაცვლად „გედერა ან გედეროთაიმი“ უნდა ეწეროს.