მატიანე — წიგნი მეორე
27 იოთამი+ 25 წლის გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის+ ასული. 2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის, უზიას მსგავსად,+ თუმცა ის არ შეჭრილა იეჰოვას ტაძარში;+ ხალხი კი მაინც უკეთურად იქცეოდა. 3 მან ააშენა იეჰოვას ტაძრის ზემო კარიბჭე+ და ოფელის გალავანზეც+ წამოიწყო მშენებლობა. 4 იუდას მთიან მხარეში+ ქალაქები ააშენა,+ ტყიან ადგილებში კი ციხესიმაგრეები+ და კოშკები+ ააგო. 5 შეებრძოლა ის ამონელთა მეფეს და ბოლოს სძლია ამონელებს.+ იმ წელს ამონელებმა მას 100 ტალანტი* ვერცხლი, 10 000 ქორი* ხორბალი და ამდენივე ქერი მისცეს. ამონელებმა მას მე-2 და მე-3 წელსაც ამდენივე მისცეს.+ 6 ძლიერდებოდა იოთამი, რადგან მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ იეჰოვას, თავისი ღვთის, გზით ევლო.
7 სხვა ამბები იოთამის საქმეებისა თუ გადახდილი ომების შესახებ ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+ 8 ის 25 წლის გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში.+ 9 ბოლოს განისვენა იოთამმა თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზი გამეფდა.+