იერემია
5 მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები,
მიმოიხედეთ და ნახეთ.
აბა დაათვალიერეთ მისი მოედნები,
თუ იპოვით კაცს, სამართლიანად რომ იქცეოდეს+
და ერთგულებას ესწრაფოდეს,
და ვაპატიებ ამ ქალაქს.
2 რომც დაიფიცონ ცოცხალი ღმერთი იეჰოვა,
ეს მაინც ცრუ ფიცი იქნება.+
3 იეჰოვა, შენი თვალები ხომ ერთგულთ ეძებენ!+
შენ დასაჯე შენი ხალხი, მაგრამ ამას არ უმოქმედია მათზე.
შენ შემუსრე ისინი, მაგრამ ჭკუა ვერ ისწავლეს.+
4 ვთქვი: „მდაბიონი არიან,
უგუნურად მოქმედებენ, რადგან არ იციან იეჰოვას გზა,
თავიანთი ღვთის სამართალი.
მაგრამ მათაც დალეწილი აქვთ უღელი,
ბორკილები კი — დაწყვეტილი“.
6 ამიტომაც ესხმით თავს ტყიდან გამოვარდნილი ლომი,
უდაბნოს მგელი გლეჯს მათ
და ჯიქი* უდარაჯდება მათ ქალაქებს.
იქიდან გამოსული ყველა დაიფლითება,
რადგან გამრავლდა მათი ცოდვები
და იმატა მათმა ორგულობამ.+
7 როგორ გაპატიო ეს?!
მიმატოვეს შენმა ვაჟებმა;
იმას ფიცულობენ, რაც ღმერთი არ არის.+
არაფერი დამიკლია,
მაგრამ მაინც მრუშობდნენ;
მეძავის სახლში გროვდებოდნენ.
9 „როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა. —
როგორ არ ვიძიო შური ამისთანა ხალხზე?!+
ახალგამოტანილი ლერწები დააცალეთ,
ვინაიდან არაა იეჰოვასი.
არ გვეწევა უბედურება,
არც მახვილს ვიხილავთ და არც შიმშილსო.+
13 წინასწარმეტყველნი ფუჭად ლაპარაკობენ,
ღვთის სიტყვას არ აუწყებენ.
თავადვე აუხდეთ თავიანთი სიტყვები!“
14 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი:
„რადგან ასე ლაპარაკობენ,
ცეცხლად ვაქცევ ჩემს სიტყვებს შენს პირში.+
ეს ხალხი შეშაა
და ცეცხლი შთანთქავს მათ.+
15 ისრაელებო, აი, შორიდან მომყავს ხალხი თქვენ წინააღმდეგ,+ — ამბობს იეჰოვა. —
უხსოვარი დროიდან არსებობს ეს ხალხი,
16 მათი კაპარჭი ღია საფლავივითაა;
ყველანი მებრძოლები არიან.
17 მუსრს გაავლებენ შენს მოსავალსა და პურს,+
შენს ვაჟებსა და ასულებს,
შენს ცხვარ-ძროხას,
ვაზსა და ლეღვს.
მახვილით შემუსრავენ შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომელთა იმედიც გაქვს.
18 იმ დროსაც კი, — ამბობს იეჰოვა, — ბოლომდე არ მოგსპობთ.+ 19 როცა იკითხავენ, რატომ დაგვმართაო ეს ყველაფერი იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, შენ უპასუხე, მე რომ მიმატოვეთ და თქვენს ქვეყანაში სხვა ღმერთს დაუწყეთ მსახურება, ასევე დაუწყებთ მსახურებას უცხოელებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით-თქო“.+
20 აუწყეთ იაკობის სახლში
და გამოაცხადეთ იუდაში:
21 «ახლა მისმინეთ, სულელო და უგუნურო ხალხო:+
22 ნუთუ არ გეშინიათ ჩემი, — ამბობს იეჰოვა, —
ნუთუ არ უნდა ცახცახებდეთ ჩემ წინაშე?!
მე დავუდე ზღვას ქვიშა საზღვრად,
სამარადისო წესად, რასაც ვერასოდეს გადავა!
ღელავენ მისი ტალღები, მაგრამ ვერაფერს ხდებიან;
ბობოქრობენ, მაგრამ ზღვარს იქით მაინც ვერ გადადიან.+
24 გულშიც კი არ ამბობენ:
„გვეშინოდეს იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა,
რომელიც თავის დროზე გვაძლევს წვიმას,
შემოდგომაზეც და გაზაფხულზეც,
და მკისთვის განსაზღვრულ კვირებსაც კი იცავს“.+
26 ჩემს ხალხში ბოროტებიც არიან;
ჩიტების დასაჭერად ჩასაფრებული მონადირეებივით იცქირებიან.
სასიკვდილო მახეს აგებენ
და ადამიანებს იჭერენ.
ამიტომ მოიხვეჭეს ძალაუფლებაც და სიმდიდრეც.
28 დასუქდნენ, კანი ულაპლაპებთ;
სავსენი არიან ბოროტებით.
29 „როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა. —
როგორ არ ვიძიო შური ამისთანა ხალხზე?!
30 შემაძრწუნებელი, საშინელი რამ ხდება ქვეყანაში:
31 წინასწარმეტყველნი სიცრუეს წინასწარმეტყველებენ,+
მღვდლები კი ბატონობენ, რადგან მათ ხელშია ძალაუფლება,
ჩემს ხალხს კი მოსწონს ეს.+
მაგრამ მაშინ რაღას იზამთ, აღსასრული რომ დადგება?!“