კანონი
33 აი, ასე დალოცა ისრაელები მოსემ, ღვთის კაცმა, სიკვდილის წინ:+
და მეომრები ედგნენ მარჯვნივ.+
„იეჰოვა, ისმინე იუდას ხმა+
და დააბრუნე თავის ხალხთან.
საკუთარი ხელით დაიცვა თავისი საკუთრება,
შენ იყავი მისი შემწე მტრის წინააღმდეგ“.+
და რომელსაც მერიბას წყალთან ედავებოდი,+
9 კაცისა, რომელმაც თავის დედ-მამაზე თქვა,
ანგარიში არ გავუწიეო.
ის არც თავის ძმებს ცნობდა+
და საკუთარი შვილებიც კი უარყო.
მათ დაიცვეს შენი სიტყვა
და შენი შეთანხმება.+
აკმიონ საკმეველი შენთვის როგორც საამო სურნელება+
და შესწირონ შენს სამსხვერპლოზე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი.+
11 აკურთხე, იეჰოვა მისი ძალა
და მოიწონე მისი ნახელავი.
ფეხები დაულეწე მათ, ვინც მის წინააღმდეგ გამოვა,
რათა მოძულეები აღარასოდეს აუმხედრდნენ“.
„იეჰოვას საფარქვეშ დამკვიდრდეს ის, ვინც მას უყვარს,
მთელი დღე ის იქნება მისი მფარველი;
მის მხრებს შორის დამკვიდრდეს იგი“.
„აკურთხოს იეჰოვამ მისი მიწა+
ზეცის მადლით,
ცვრით და დედამიწის წყლებით,+
14 მზის მადლით,
ყოველთვიური მადლით,+
მარადიული გორების მადლით,
16 მიწისა და მისი სისავსის მადლით,+
მისი მოწონებით, ვინც ეკლიან ბუჩქშია დავანებული.+
შესრულდეს ეს ყველაფერი იოსების თავზე,
ძმებს შორის გამორჩეულის თხემზე.+
17 მას პირველმოგებული ხარის სიდიადე აქვს,
მისი რქები გარეული ხარის რქებია.
რქენით განდევნის ხალხებს,
ყველას ერთად განდევნის დედამიწის კიდეებამდე.
ისინი ეფრემის ათი ათასები არიან+
და მენაშეს ათასები“.
„ზებულონ, იხარე გასვლისას!
იხარე, ისაქარ, შენს კარვებში!+
19 მთებზე მოუხმობენ ხალხებს
და იქ შესწირავენ სიმართლის მსხვერპლს,
რადგან დაეუფლებიან ზღვის სიმდიდრეს
და ქვიშაში დამალულ განძს“.
„კურთხეულია გადის საზღვრების გამფართოებელი!+
ის იქ ლომივითაა გაწოლილი
და მზადაა მკლავისა და თხემის გასაგლეჯად.
შეიკრიბებიან ხალხის თავკაცები.
აღასრულებს ის იეჰოვას სამართალს
და მის კანონებს ისრაელზე“.
„ლომის ბოკვერია დანი;+
ბაშანიდან ამოხტება“.+
„არ აკლია ნაფთალს იეჰოვას მოწონება
და სავსეა მისი კურთხევით.
დაიმკვიდრე დასავლეთი და სამხრეთი!“
„ვაჟებით არის კურთხეული აშერი.
მოიწონონ იგი მისმა ძმებმა
და ზეთით დაიბანოს ფეხები.
26 არავინაა იეშურუნის+ ღვთის მსგავსი,+
ვინც ცას სერავს და შენ საშველად მოემართება,
ვინც ღრუბლებს სერავს თავისი აღმატებულებით.+
28 უსაფრთხოდ იცხოვრებს ისრაელი,
უსაფრთხოდ იქნება იაკობის წყარო
მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში;+
მისი ციდან გადმოვა ნამი.+