20 ღვინო დამცინავია,+ მათრობელი სასმელი —
თავშეუკავებელი;+
ვინც მათ გამო გზას ასცდა, უგუნურია.+
2 მეფის მრისხანება ლომის ბრდღვინვასავითაა;+
ვინც მას განარისხებს, სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს.+
3 დავისგან თავის შეკავება ღირსეული საქციელია,+
უგუნური კი დავაში ებმება.+
4 ზარმაცი ზამთარში არ ხნავს,
მკის დროს კი, როცა არაფერი ექნება, მათხოვრობას დაიწყებს.+
5 კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია,
გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას.
6 თავის სიკეთეზე ბევრი ლაპარაკობს,
მაგრამ ერთგულ კაცს სად ნახავ?!
7 მართალი უმწიკვლოდ დადის;+
ბედნიერნი არიან მისი შვილები.+
8 როცა მეფე სასამართლო ტახტზე ზის,+
თვალებით ჭვრეტს ყოველგვარ ბოროტებას.+
9 ვინ იტყვის, გული გავისუფთავე+
და ცოდვილი აღარ ვარო?!+
10 სძულს იეჰოვას არაზუსტი საწონიც
და მატყუარა საწყაოც.+
11 ბავშვის საქციელიდანაც კი ჩანს,
წრფელი და მართალია თუ არა იგი.+
12 ყურს ესმის და თვალი ხედავს;
ერთიცა და მეორეც იეჰოვას შექმნილია.+
13 ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღარიბდები.+
გაახილე თვალები და პურით დანაყრდები.+
14 არ ვარგა, არ ვარგაო, ამბობს მყიდველი;
შემდეგ წავა და ტრაბახს მოჰყვება.+
15 ოქროც არსებობს და მარჯანიც მრავლად არის,
მაგრამ ცოდნით მეტყველ ბაგეებს ვერაფერი შეედრება.+
16 აიღე მისი სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგება;+
გირაო იმ შემთხვევაშიც გამოართვი მას, თუ თავდებად უცხოელ ქალს დაუდგება.+
17 კაცს ეგემრიელება მზაკვრობით შეძენილი პური,
მაგრამ ბოლოს ღორღით გაევსება პირი.+
18 რჩევის გარეშე გეგმები ჩაიშლება;+
ბრძოლის წარმართვას ბრძნული რჩევა სჭირდება.+
19 ცილისმწამებელი დადის და საიდუმლოს ამხელს;+
ჭორიკანას ნუ გაეკარები.
20 დედ-მამის დამაწყევარს
დაღამებისას ლამპარი ჩაუქრება.+
21 სიხარბით მოხვეჭილი მემკვიდრეობა
კურთხეული არ იქნება.+
22 ნუ იტყვი, ბოროტებისთვის სამაგიეროს გადავუხდიო.+
იეჰოვას მიენდე+ და ის გადაგარჩენს.+
23 არაზუსტი საწონი სძულს იეჰოვას;
მატყუარა სასწორი არ ვარგა.
24 კაცის ნაბიჯებს იეჰოვა წარმართავს;+
კაცი თავისით როგორ გაიგნებს გზას?!
25 კაცი, რომელიც ნაჩქარევად ამბობს, წმინდააო+
და აღთქმის დადების შემდეგ იწყებს ფიქრს, მახეში ებმება.+
26 ბრძენი მეფე ბოროტებს ცხრილში ატარებს;+
კევრს გადაატარებს მათ.+
27 კაცის სუნთქვა იეჰოვას ლამპარია,
რომელიც მის ბუნებას ააშკარავებს.
28 სიკეთე და ერთგულება იცავს მეფეს;+
ის თავის ტახტს სიკეთით განამტკიცებს.+
29 ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა,+
მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა.+
30 დაჟეჟილობა და ჭრილობა კაცისგან ბოროტებას დევნის+
და ცემა წმენდს მის ბუნებას.