იერემია
10 მოისმინეთ, ისრაელებო, იეჰოვას სიტყვა, რომელიც მან თქვენ გასაგონად წარმოთქვა. 2 აი, რას ამბობს იეჰოვა:
3 ხალხთა წეს-ჩვეულებები არაფრის მომტანია.
ტყეში ჭრიან ხეს,
რომელსაც ხელოსანი საჭრისით ამუშავებს.+
5 კიტრის ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან; ვერ ლაპარაკობენ.+
სხვები დაატარებენ, რადგან თავად ნაბიჯსაც ვერ დგამენ.+
ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერც ზიანს მოგაყენებენ
და ვერც სიკეთეს გაგიკეთებენ“.+
6 შენი სადარი არავინაა, იეჰოვა!+
დიდებული ხარ, დიდებული და ძლევამოსილია შენი სახელი!
7 ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეფეო!+ შენ იმსახურებ ამას!
ხალხთა ბრძენკაცებს შორის და მათ სამეფოებში
არავინაა შენი სადარი!+
8 სხვა ყველა უგუნური და სულელია;+
ხემ როგორ უნდა დაგარიგოს?!+
მათი სამოსი ლურჯი ძაფისა და იისფერი მატყლის ძაფისგანაა დამზადებული.
ოსტატთა ნახელავია ყველა.
10 ღმერთი მხოლოდ იეჰოვაა!
ისაა ცოცხალი ღმერთი+ და მარადიული მეფე!+
მის რისხვაზე აზანზარდება დედამიწა,+
მის წყრომას ვერ გაუძლებენ ერები.
11 გადაეცი მათ: „ღმერთები, რომელთაც ცა და დედამიწა არ შეუქმნიათ,
აღიგვებიან მიწის პირიდან და ამოიძირკვებიან ცისქვეშეთიდან“*.+
ელვას უხმობს საწვიმრად
და ქარი გამოჰყავს საცავებიდან.+
14 ყველანი უგუნურად იქცევიან, უცოდინარები არიან.
15 უსარგებლონი არიან და დასაცინნი.+
როცა მათი განკითხვის დღე დადგება, განადგურდებიან.
ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+
17 აიღე მიწიდან შენი ბარგი,
ალყაში მოქცეულო ქალო!
18 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ახლა მოვისვრი ამ მიწიდან მის მკვიდრთ+
და უბედურებას დავატეხ“.
19 ვაი ჩემს თავს, დაქცეული ვარ!+
მოუშუშებელია ჩემი ჭრილობა.
ვთქვი: „ნამდვილად ესაა ჩემი ავადმყოფობა, ჩემი ხვედრი.
20 გაცამტვერდა ჩემი კარავი, დაწყდა მისი თოკები;+
მიმატოვეს ჩემმა ვაჟებმა, აღარ არიან ჩემთან.+
აღარავინაა კარვის გამშლელი, კარვის ქსოვილების გამჭიმავი.
ამიტომაც იქცეოდნენ უგუნურად
და ამიტომაც დაეფანტათ სამწყსო“.+
22 ისმინეთ ცნობა!
23 ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა;
კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია.+
25 გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არაფრად გაგდებენ,+
და ერებზე, რომლებიც შენს სახელს არ უხმობენ.
გააპარტახეს მისი სამკვიდრო.+