აბდია
აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა ედომზე:+
„ცნობა მივიღეთ იეჰოვასგან.
დესპანია გაგზავნილი ხალხებთან და ამბობს,
ადექით, მის წინააღმდეგ საბრძოლველად მოვემზადოთო.+
3 შენმა კადნიერმა გულმა გაცდუნა,+
კლდის მყუდრო ადგილის მკვიდრო,
მაღლობზე დამკვიდრებულო, გულში რომ ამბობ,
ვინ ჩამომაგდებსო მიწაზე?!
4 არწივივით მაღლაც რომ დამკვიდრდე*,
ვარსკვლავებს შორისაც რომ დაიდო ბუდე,
იქიდანაც ჩამოგაგდებ, — ამბობს იეჰოვა. —
5 ქურდები რომ მოსულიყვნენ შენთან, ღამით ყაჩაღები რომ დაგცემოდნენ,
განა მხოლოდ იმდენს არ მოიპარავდნენ, რამდენსაც მოისურვებდნენ?!
ყურძნის მკრეფავები რომ მოსულიყვნენ შენთან,
6 როგორ გაიჩხრიკა ესავი!
როგორ მიაგნეს მის გადამალულ განძს!
7 საზღვრამდე მიგრეკეს მათ;
ყველა შენმა მოკავშირემ მოგატყუა,
გძლიეს მათ, ვისთანაც მშვიდობა გქონდა.
შენთან ერთად პურის გამტეხნი ბადეს დაგიგებენ ფეხქვეშ,
მაგრამ შენ ვერ მიხვდები ამას.
8 განა არ მოვსპობ იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, —
ბრძენკაცებს ედომში+
და გამჭრიახებს — ესავის მთიან მხარეში?!
9 შეძრწუნდებიან+ შენი მეომრები, თემანო,+
რადგან ყველა დაეცემა ხოცვა-ჟლეტის დროს ესავის მთიან მხარეში.+
11 იმ დღეს, როცა გვერდზე გადექი,
იმ დღეს, როცა უცხოელებმა ტყვედ წაასხეს მისი ჯარი,+
როცა უცხოტომელები შევიდნენ მის კარიბჭეში და წილი ყარეს იერუსალიმზე,+
შენც ერთ-ერთი მათგანივით იქცეოდი.
12 სეირისთვის არ უნდა გეყურებინა შენი ძმის უბედურების დღეს,+
არ უნდა გეხარა იუდას ხალხის შემხედვარეს მათი დაღუპვის დღეს+
და ამპარტავნულად არ უნდა გელაპარაკა მათი გასაჭირის დღეს.
13 არ უნდა შესულიყავი ჩემი ხალხის კარიბჭეში მათი უბედურების დღეს,+
არ უნდა გაგეხარა მისი გასაჭირით მისი უბედურების დღეს
და ხელი არ უნდა გეხლო მისი სიმდიდრისთვის მისი უბედურების დღეს.+
14 გზის გასაყარზე არ უნდა მდგარიყავი გამოქცეულთა დასახოცად,+
მტრის ხელში არ უნდა ჩაგეყარა გასაჭირის დღეს გადარჩენილნი.+
15 ახლოს არის იეჰოვას დღე, როცა ის გაილაშქრებს ყველა ხალხის წინააღმდეგ.+
როგორც შენ მოიქეცი, შენც ისევე მოგექცევიან;+
როგორც შენ ეპყრობოდი სხვებს, შენც ისევე მოგეპყრობიან.
შესვამენ და დაცლიან სასმისს
და ისე გაუჩინარდებიან, თითქოს არც კი უარსებიათ.
17 გადარჩენილები სიონის მთაზე იქნებიან,+
წმინდა იქნება ის.+
კუთვნილს დაეუფლებიან იაკობის შთამომავლები.+
18 ცეცხლად იქცევიან იაკობის შთამომავლები,
ცეცხლის ალად — იოსების შთამომავლები
და ნამჯად — ესავის შთამომავლები;
მოედებიან მას და შთანთქავენ,
არავინ გადარჩება ესავის შთამომავალთაგან,+
რადგან იეჰოვა ამბობს ამას.
ისინი დაეუფლებიან ეფრემისა და სამარიის ველებს,+
ბენიამინი კი გალაადს დაეუფლება.
იერუსალიმიდან გადასახლებულები, სეფარადში რომ მკვიდრობდნენ, ნეგების+ ქალაქებს დაეპატრონებიან.