ფსალმუნები
დავითის საგალობელი. მოსაგონებლად.
3 დამასნეულა შენმა რისხვამ,
სიმშვიდე დამიკარგა ჩემმა ცოდვამ.+
5 დამიჩირქდა და ამიყროლდა ჭრილობები
ჩემი უგუნურების გამო.
6 გატანჯული და სულგამწარებული ვარ,
მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ.
8 გავხევდი და მთლად გავნადგურდი.
ხმამაღლა ვგმინავ მწუხარე გულის გამო.
9 იეჰოვა, შენ უწყი ჩემი ყველა სურვილი
და არც ჩემი ოხვრაა შენთვის დაფარული.
11 ნაცნობ-მეგობრებმა ზურგი მაქციეს დასნეულებულს;
განზე გადგნენ ჩემი ახლობლები.
12 მახეებს მიგებენ ჩემი მოკვლის მსურველნი,
ჩემს დაღუპვაზე ბჭობენ ჩემთვის ავისმზრახველნი;+
მთელი დღე მზაკვრობას იზრახავენ.
14 დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის,
რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი თავდასაცავად;
16 ვთქვი: „ნუ გაიხარებენ ისინი ჩემი უბედურებით
და ნუ გამიმედიდურდებიან, თუკი ფეხი დამიცდება“.
20 სიკეთეს ბოროტებით მიხდიან;
კარგის კეთების გამო მეწინააღმდეგებიან.
21 ნუ მიმატოვებ, იეჰოვა,
ჩემო ღმერთო, შორს ნუ დაიჭერ თავს ჩემგან.+