რიცხვები
4 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 2 „აღრიცხეთ კეჰათელები+ ლევიანთაგან მათი შტოების მიხედვით, 3 ყველა, 30 წლიდან+ 50 წლამდე,+ ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნება.+
4 აი, რა შედის კეჰათელთა, შეხვედრის კარვის მსახურთა, მოვალეობაში;+ ეს წმინდაა. 5 სანამ ბანაკი დაიძვრება, შევიდნენ კარავში აარონი და მისი ვაჟები, ჩამოხსნან გამყოფი ფარდა+ და მოწმობის კიდობანს+ გადააფარონ. 6 მას აგრეთვე გადააფარონ სელაპის ტყავის გადასაფარებელი და ლურჯი ქსოვილი, ხოლო რგოლებში კეტები+ გაუყარონ სატარებლად.
7 გადააფარონ ლურჯი ქსოვილი წარსადგენი პურის მაგიდას,+ დააწყონ მასზე ლანგრები, თასები, ჯამები და დასაღვრელი შესაწირავის დოქები;+ პური+ მაგიდაზე დარჩეს. 8 ზემოდან გადააფარონ ალისფერი ქსოვილი და სელაპის ტყავის გადასაფარებელი, ხოლო რგოლებში კეტები+ გაუყარონ სატარებლად. 9 აიღონ ლურჯი ქსოვილი და გაახვიონ მასში სალამპრე+ და მისი ლამპრები,+ მაშები, საცეცხლურები+ და ზეთის ჭურჭელი, რასაც სალამპრის გასამართავად იყენებენ. 10 გაახვიონ სალამპრე და მთელი მისი მოწყობილობა სელაპის ტყავის გადასაფარებელში და საზიდზე დადონ. 11 გადააფარონ ოქროს სამსხვერპლოს+ ლურჯი ქსოვილი და სელაპის ტყავის გადასაფარებელი, ხოლო რგოლებში კეტები+ გაუყარონ სატარებლად. 12 აიღონ დანარჩენი ნივთები,+ რომლებსაც წმინდა ადგილზე მსახურებისთვის იყენებენ, გაახვიონ ლურჯ ქსოვილში, შემდეგ სელაპის ტყავის გადასაფარებელში და საზიდზე დადონ.
13 გაასუფთაონ სამსხვერპლო+ ნაცრისგან და გადააფარონ იისფერი შალი. 14 დააწყონ მასზე მთელი მისი მოწყობილობა, რომელსაც მსახურებისთვის იყენებენ: საცეცხლურები, ჩანგლები, ნიჩბები, ჯამები, სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა;+ ზემოდან სელაპის ტყავის გადასაფარებელი გადააფარონ და რგოლებში კეტები+ გაუყარონ სატარებლად.
15 აარონმა და მისმა ვაჟებმა ბანაკის დაძვრამდე გაამზადონ წმინდა ადგილის+ ნივთები წასაღებად. შემდეგ მოვლენ კეჰათელები და წაიღებენ,+ ოღონდ არ შეეხონ ამ ნივთებს, რომ არ დაიხოცონ.+ ეს არის კეჰათელთა, შეხვედრის კარვის მსახურთა, მოვალეობა.
16 აარონ მღვდლის ვაჟს, ელეაზარს,+ აბარია ლამპრის ზეთი,+ სურნელოვანი საკმეველი,+ ყოველდღიურად შესაწირავი მარცვლეული და საცხები ზეთი;+ მას აქვს ჩაბარებული მთელი კარავი და ყველაფერი, რაც კარავშია, წმინდა ადგილი და მთელი მისი მოწყობილობა“.
17 შემდეგ იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 18 „არ დაუშვათ, რომ კეჰათელები+ ლევიანთაგან მოიკვეთონ*. 19 როგორც გითხარით, ისე მოიქეცით, თორემ, თუ კეჰათელები მიუახლოვდებიან იმას, რაც წმინდაა,+ დაიხოცებიან. აარონი და მისი ვაჟები შევლენ კარავში, მისცემენ მათ დავალებებს და ეტყვიან, ვინ რა უნდა წაიღოს. 20 კეჰათელები სხვა დროს არ უნდა შევიდნენ შიგნით, თვალი რომ არ მოჰკრან იმას, რაც წმინდაა, და არ დაიხოცონ“.+
21 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 22 „აღრიცხე გერშონელები+ მათი შტოების მიხედვით. 23 აღრიცხე ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნება. 24 აი, რა ევალებათ გერშონელებს:+ 25 მათ უნდა ატარონ შეხვედრის კარვის ქსოვილები,+ გადასაფარებლები და სელაპის ტყავის გადასაფარებელი,+ რომელიც კარავს ზემოდან აფარია, შეხვედრის კარვის შესასვლელის ფარდა,+ 26 ეზოს შესასვლელის ფარდა,+ ეზოს ფარდები,+ რომლებითაც კარავი და სამსხვერპლოა შემოღობილი, ბაწრები და მთელი მოწყობილობა, ყველაფერი, რასაც ამ მსახურებისთვის იყენებენ. ეს არის გერშონელთა მოვალეობა. 27 გერშონელთა+ ყველა საქმეს აარონმა და მისმა ვაჟებმა უნდა უხელმძღვანელონ; გერშონელებს დაავალეთ ამ ტვირთის ტარება. 28 ასე უნდა იმსახურონ გერშონელებმა, შეხვედრის კარვის+ მსახურებმა; ესაა მათი ვალდებულება, რაც აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის,+ ხელმძღვანელობით უნდა შეასრულონ.
29 აღრიცხე მერარელები+ მათი შტოების მიხედვით. 30 აღრიცხე ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნება. 31 აი, რა შედის მერარელთა, შეხვედრის კარვის მსახურთა, მოვალეობაში:+ მათ უნდა ატარონ კარვის ჩარჩოები,+ ძელები,+ სვეტები,+ საყრდენები,+ 32 ეზოს სვეტები,+ მათი საყრდენები,+ პალოები,+ ბაწრები და მთელი მოწყობილობა. მათ ევალებათ ყველაფერი, რაც ამ მსახურებისთვის არის საჭირო. თითოეულს ის ნივთი ჩააბარე, რომელიც უნდა ატაროს. 33 ესაა მერარელთა,+ შეხვედრის კარვის მსახურთა, მოვალეობა; მათ აარონ მღვდლის ვაჟი ითამარი უხელმძღვანელებს“.+
34 აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ხალხის თავკაცებმა+ კეჰათელები+ მათი შტოების მიხედვით, 35 ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა;+ 36 თავიანთი შტოების მიხედვით 2 750 კაცი აღირიცხა.+ 37 აღრიცხეს მოსემ და აარონმა კეჰათელები, შეხვედრის კარვის მსახურები, მათი შტოების მიხედვით, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+
38 აღირიცხნენ გერშონელები+ თავიანთი შტოების მიხედვით, 39 ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა; 40 თავიანთი შტოების მიხედვით 2 630 კაცი აღირიცხა.+ 41 იეჰოვას ბრძანებისამებრ აღრიცხეს მოსემ და აარონმა გერშონელები, შეხვედრის კარვის მსახურები, მათი შტოების მიხედვით.+
42 აღირიცხნენ მერარელები თავიანთი შტოების მიხედვით, 43 ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა;+ 44 თავიანთი შტოების მიხედვით 3 200 კაცი აღირიცხა.+ 45 აღრიცხეს მოსემ და აარონმა მერარელები, შეხვედრის კარვის მსახურები, მათი შტოების მიხედვით, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+
46 აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანები მათი შტოების მიხედვით, 47 ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვისაც შეხვედრის კარვის მსახურება და ტვირთის ტარება ევალებოდა;+ 48 სულ 8 580 კაცი აღირიცხა.+ 49 იეჰოვას ბრძანებისამებრ აღირიცხნენ ლევიანები, რომელთაც შეხვედრის კარვის მსახურება და ტვირთის ტარება დაევალათ; ისინი ისე აღირიცხნენ, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.