დავითის საგალობელი, რომელიც ბენიამინელი ქუშის სიტყვების გამო უმღერა იეჰოვას.
7 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შენ შეგაფარე თავი.+
მიხსენი ყველა ჩემი მდევნელისგან და გადამარჩინე,+
2 თორემ დამფლეთენ ლომივით+
და ისე გამიტაცებენ, რომ კაცი არ მეყოლება მშველელი.
3 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, თუ რამე ბრალი მიმიძღვის
ან, თუ უსამართლოდ მოვქცეულვარ,
4 თუ ბოროტებით გადამიხდია მოკეთისთვის+
ან, თუ უმიზეზოდ გამიძარცვავს მტერი,
5 მაშინ მტერი დამედევნოს, დამეწიოს
და ფეხქვეშ გათელოს ჩემი სიცოცხლე,
ჩემი დიდება კი გააცამტვეროს. (სელა)
6 წამოიმართე, იეჰოვა, შენი რისხვით!
აღდექი ჩემი მტრების წინააღმდეგ,+ რისხვას რომ ანთხევენ ჩემზე!
გამოიღვიძე ჩემ დასახმარებლად და ბრძანე, რომ აღსრულდეს სამართალი!+
7 ნეტავ გარს შემოგერტყან ერები,
რომ მაღლიდან გაუსწორდე მათ!
8 იეჰოვა გამოუტანს განაჩენს ხალხებს.+
იეჰოვა, განმსაჯე ჩემი სიმართლისა
და ჩემი უმწიკვლობისამებრ!+
9 გთხოვ, ბოლო მოუღე ბოროტთა უკეთურობას,
მართალი კი განამტკიცე,+
რადგან შენ მართალი ღმერთი+ ხარ, იკვლევ გულსა+ და სულის სიღრმეებს.+
10 ღმერთია ჩემი ფარი,+ გულმართალთა მხსნელი.+
11 ღმერთი მართალი მოსამართლეა,+
ყოველდღე აცხადებს თავის განაჩენს.
12 თუ ვინმე არ მოინანიებს,+ იგი თავის მახვილს ალესავს,+
მშვილდს მოზიდავს და მიზანში ამოიღებს.+
13 სასიკვდილო იარაღს გაამზადებს,
ცეცხლს წაუკიდებს მომართულ ისრებს.+
14 აი ის, ვინც სიავეზეა ფეხმძიმედ;
ბოროტება ჩასახვია და სიცრუეს შობს.+
15 ღრმა ორმოს თხრის,
მაგრამ თავისივე ამოთხრილ ორმოში ჩავარდება.+
16 მისი ბოროტება მასვე დაატყდება თავს,+
მისი ძალადობა მასვე ეწევა.
17 ხოტბას შევასხამ იეჰოვას მისი სამართლიანობის გამო,+
ვუგალობებ უზენაესი+ ღმერთის სახელს, იეჰოვას.+