მეფეები — წიგნი პირველი
5 გაიგო ტვიროსის+ მეფე ხირამმა, რომ სოლომონი სცხეს მეფედ მამამისის, დავითის, შემდეგ და თავისი მსახურები გაუგზავნა მას, რადგან დავითის მეგობარი იყო ხირამი.+ 2 სოლომონმა შეუთვალა ხირამს:+ 3 „შენ კარგად იცი, რომ მამაჩემმა, დავითმა, ვერ ააშენა ტაძარი თავისი ღვთის, იეჰოვას, სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარს, სანამ იეჰოვამ არ გაამარჯვებინა მათზე.+ 4 ახლა კი ყოველი მხრიდან დამასვენა იეჰოვამ, ჩემმა ღმერთმა;+ აღარავინ მმტრობს და საფრთხეც აღარ გვემუქრება.+ 5 მსურს, ტაძარი ავაშენო იეჰოვას, ჩემი ღვთის, სახელზე, როგორც დაჰპირდა იეჰოვა მამაჩემ დავითს, ჩემს სახელზე ტაძარს შენი ვაჟი ააშენებს, რომელსაც შენ შემდეგ დავსვამო ტახტზე.+ 6 გაეცი ბრძანება, რომ მომიჭრას შენმა ხალხმა ლიბანის კედრები.+ შენს მსახურებთან ერთად ჩემი მსახურებიც იმუშავებენ. შენი მსახურების გასამრჯელოდ იმდენს მოგცემ, რამდენსაც მეტყვი, რადგან შენც იცი, რომ სიდონელებზე უკეთ ჩვენში ვერავინ ჭრის ხეებს“.+
7 როცა ხირამმა მოისმინა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: „დიდება იეჰოვას, რადგან ბრძენი ვაჟი მისცა დავითს მრავალრიცხოვანი ერის გამგებლად!“+ 8 შემოუთვალა ხირამმა სოლომონს: „გადმომცეს შენი ნათქვამი; ყველაფერს შენი სურვილისამებრ გავაკეთებ და მოგცემ კედრისა და ღვიის ხის მასალას.+ 9 ჩემი მსახურები ხე-ტყეს ლიბანიდან ზღვამდე ჩამოიტანენ, მერე ტივებად შევკრავ და ზღვით გამოვუშვებ იქ, სადაც მეტყვი; შემდეგ დავშლი და წაიღებ. შენ კი სარჩოთი მომიმარაგე სამეფო კარი“.+
10 მისცა ხირამმა სოლომონს კედრისა და ღვიის ხის მასალა, როგორც მან სთხოვა. 11 სოლომონმა კი ხირამს 20 000 ქორი* ხორბალი მისცა სარჩოდ მისი ხალხისთვის და 20 ქორიც საუკეთესო ზეთისხილის ზეთი. აი, ამას აძლევდა ყოველწლიურად სოლომონი ხირამს.+ 12 მისცა იეჰოვამ სოლომონს სიბრძნე, როგორც დაჰპირდა.+ მშვიდობა იყო სოლომონსა და ხირამს შორის; ერთმანეთს შეთანხმება დაუდეს.
13 მთელი ისრაელიდან შეკრიბა სოლომონმა სავალდებულო სამუშაოთა შემსრულებლები; მათმა რიცხვმა 30 000 შეადგინა.+ 14 მათ მორიგეობით გზავნიდა ლიბანში, თვეში 10 000-ს; ერთი თვე ლიბანში რჩებოდნენ და ორი თვე — სახლში. სავალდებულო სამუშაოს შემსრულებლებს ადონირამი+ ზედამხედველობდა. 15 სოლომონს 70 000 მზიდავი ჰყავდა და 80 000 ქვის მჭრელი+ მთაში,+ 16 აგრეთვე 3 300 ზედამხედველი,+ რომლებიც მუშებს ხელმძღვანელობდნენ. 17 მეფის ბრძანებით დიდი, ძვირფასი ქვები+ მოჭრეს და ტაძრის საძირკვლის ჩასაყრელად+ გათალეს.+ 18 სოლომონის მშენებლები, ხირამის მშენებლები და გებალელები+ ქვაზე მუშაობდნენ; მოამზადეს ხე-ტყე და ქვები ტაძრის ასაშენებლად.