ესაია
2 აიღე ხელსაფქვავი და დაფქვი!
რიდე აიხადე,
შემოიძარცვე კალთები, გაიშიშვლე ფეხები,
გადალახე მდინარეები.
3 გამოჩნდება შენი სიშიშვლე!
საქვეყნოდ შერცხვები.
შურს ვიძიებ+ და წინ ვერავინ გადამეღობება*.
შენ კი არ შეიბრალე ისინი,+
მოხუცებულსაც კი მძიმე უღელი დაადგი.+
7 ამბობდი, ყოველთვის ქალბატონი ვიქნები, მარადიულადო.+
არ დაუკვირდი ყოველივე ამას,
არ დაფიქრდი შედეგზე.
მე ვარ, რაც ვარ, ვერავინ შემედრება,+
არც დავქვრივდები
და არც შვილებს დავკარგავო.+
9 მაგრამ ერთიცა და მეორეც მოულოდნელად, ერთ დღეში, დაგატყდება თავს:+
შვილებსაც დაკარგავ და დაქვრივდები კიდეც.
10 შენი ბოროტების იმედად იყავი.
ამბობდი, ვერავინ მხედავსო.
შენმა სიბრძნემ და ცოდნამ გზას აგაცდინა;
გულში ამბობ, მე ვარ და სხვა არავინ არისო.
11 უბედურება გეწევა
და შენი ჯადოები ვერ გიშველის.
გასაჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ თავიდან;
უეცრად გეწევა განადგურება, რომლის მსგავსიც ჯერ არ გინახავს.+
იქნებ იხეირო, იქნებ შიშის ზარი დასცე ხალხს.
13 დაგქანცა მრავალმა მრჩეველმა;
ახლა ადგნენ და გიხსნან
ცის თაყვანისმცემლებმა*, ვარსკვლავებს რომ მისჩერებიან,+
ახალმთვარობისას რომ გიცხადებენ,
რა გელის მომავალში.
14 აი, ნამჯას დაემსგავსნენ.
ცეცხლი დაწვავს მათ;
თავს ვერ დააღწევენ მის ალს.
გასათბობად არ იქნება მისი ნაკვერჩხლები,
ვერ ჩამოსხდებიან მასთან.
15 ასეთებად იქცევიან შენთვის მომნუსხველები,
ისინი, ვისთან ერთადაც სიყმაწვილიდან ირჯები.
მიმოიფანტებიან და იხეტიალებენ.
არ გეყოლება მხსნელი!+