მატიანე — წიგნი მეორე
18 ძალიან გამდიდრდა და განდიდდა იეჰოშაფატი,+ თუმცა ახაბს+ დაუმოყვრდა. 2 რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა ის ახაბთან სამარიაში.+ ახაბმა მრავალი ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი შესწირა მისთვის და მასთან ერთად ჩასული ხალხისთვის. ახაბმა დაიყოლია ის, რომ გალაადის რამოთზე+ გაელაშქრათ. 3 ჰკითხა ისრაელის მეფე ახაბმა იუდას მეფე იეჰოშაფატს: „წამომყვები გალაადის რამოთში?“ მან მიუგო: „რამ გაგვყო მე და შენ და რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი?! შენ გვერდით გვიგულე!“
4 სთხოვა იეჰოშაფატმა ისრაელის მეფეს: „ჯერ იეჰოვას დაეკითხე!“+ 5 შეკრიბა ისრაელის მეფემ 400 წინასწარმეტყველი და ჰკითხა: „გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ არა?“ მათ მიუგეს: „წადი, ღმერთი ხელში ჩაგიგდებს მას, მეფეო!“
6 მაგრამ იეჰოშაფატმა იკითხა: „არის აქ იეჰოვას წინასწარმეტყველი?+ მისი მეშვეობითაც დავეკითხოთ ღმერთს“.+ 7 ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს უთხრა: „არის კიდევ ერთი კაცი,+ რომლის მეშვეობითაც შეიძლება დავეკითხოთ იეჰოვას, მაგრამ მძულს იგი, რადგან კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს წინასწარმეტყველებს ჩემზე+ — მიქაია, იმლას ვაჟი!“ იეჰოშაფატმა მიუგო: „მეფე ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს!“
8 მაშინ ისრაელის მეფემ მოუხმო ერთ-ერთ კარისკაცს და უბრძანა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია, იმლას ძე!“+ 9 ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი სამეფო სამოსელში გამოწყობილნი ისხდნენ თავ-თავიანთ ტახტებზე სამარიის კარიბჭის შესასვლელთან კალოზე; ყველა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა მათ წინაშე. 10 ციდკიამ, ქენაანას ძემ, რკინის რქები გააკეთა და თქვა: „იეჰოვა ამბობს, ასე შეუტევ სირიელებს და მოსპობო მათ“. 11 სხვა ყველა წინასწარმეტყველიც იმავეს წინასწარმეტყველებდა: „ადი გალაადის რამოთში და გაიმარჯვებ;+ იეჰოვა ხელში ჩაგიგდებს მას, მეფეო!“
12 ასე უთხრა მიქაიას მის მოსახმობად წასულმა მაცნემ: „ყველა წინასწარმეტყველი ერთსა და იმავეს ლაპარაკობს მეფის სასიკეთოდ; გთხოვ, შენც მათსავით მოიქეცი+ და მის სასიკეთოდ ილაპარაკე!“+ 13 მიქაიამ დაიფიცა: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, რასაც ჩემი ღმერთი იტყვის, მეც იმას ვილაპარაკებ!“+ 14 მივიდა ის მეფესთან და ჰკითხა მას მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ არა?“ მან მიუგო: „წადი, გაიმარჯვებ; თქვენს ხელში ჩაცვივდებიან ისინი!“ 15 მეფემ მას უთხრა: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, რომ მხოლოდ სიმართლე მითხრა იეჰოვას სახელით?!“ 16 მან მიუგო: «ვხედავ მთებზე უმწყემსო ცხვარივით მიმოფანტულ ისრაელებს.+ იეჰოვამ თქვა: „უპატრონოდ არიან. მშვიდობით დაუბრუნდეს თითოეული თავის სახლს!“»
17 მაშინ უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს მიწინასწარმეტყველებს-მეთქი!“+
18 მიქაიამ თქვა: «ისმინეთ იეჰოვას სიტყვა! დავინახე იეჰოვა, თავის ტახტზე მჯდომი,+ და ზეციერი ლაშქარი+ მის მარჯვნივ და მარცხნივ.+ 19 იკითხა იეჰოვამ: „ვინ გაიტყუებს ისრაელის მეფე ახაბს გალაადის რამოთში, რომ იქ დაეცეს?“ დაიწყეს ლაპარაკი, ერთი ერთს ამბობდა, მეორე კი — მეორეს. 20 შემდეგ ერთი ანგელოზი*+ წარდგა იეჰოვას წინაშე და თქვა: „მე გავიტყუებ“. იეჰოვამ ჰკითხა: „როგორ გაიტყუებ?“ 21 მან მიუგო: „წავალ და მის წინასწარმეტყველებს სიცრუეს ვათქმევინებ“. ღმერთმა უთხრა: „გაიტყუე, გამოგივა; წადი და ასე მოიქეცი!“ 22 სიცრუე ათქმევინა იეჰოვამ შენს წინასწარმეტყველებს,+ იეჰოვას კი ნათქვამი აქვს, რომ უბედურება დაგატყდება».
23 მივიდა ციდკია,+ ქენაანას ვაჟი, მიქაიასთან,+ სილა გააწნა+ და უთხრა: „როგორ მოხდა, რომ იეჰოვას სული ჩემგან შენზე გადმოვიდა და დაგელაპარაკა?!“+ 24 მიქაიამ მიუგო: „ამას იმ დღეს გაიგებ, როცა შიდა ოთახს მიაშურებ დასამალავად!“ 25 მაშინ ისრაელის მეფემ თქვა: «წაუყვანეთ მიქაია ქალაქისთავ ამონს და უფლისწულ იოაშს. 26 გადაეცით მათ მეფის ნათქვამი: „ჩააგდეთ ეს კაცი საპყრობილეში+ და სანამ მშვიდობით არ დავბრუნდები, ცოტაოდენი პურისა და წყლის მეტი არაფერი მისცეთ!“» 27 მაშინ მიქაიამ მიუგო: „თუ მშვიდობით დაბრუნდები, იეჰოვას არ ულაპარაკია ჩემი პირით“.+ შემდეგ დასძინა: „ისმინეთ, ხალხო!“
28 წავიდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი გალაადის რამოთში.+ 29 ისრაელის მეფემ უთხრა იეჰოშაფატს: „ისე ჩავიცვამ, რომ ვერ მიცნონ, და ასე გავალ საბრძოლველად, შენ კი სამეფო სამოსი გეცვას“. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდნენ საბრძოლველად. 30 სირიის მეფეს ნაბრძანები ჰქონდა თავისი ეტლების მეთაურებისთვის, ისრაელის მეფის გარდა არავის შეებრძოლოთო. 31 როგორც კი ეტლების მეთაურებმა იეჰოშაფატი დაინახეს, თავისთვის ჩაილაპარაკეს, ეს არისო ისრაელის მეფე, და მისკენ გაემართნენ. მაშინ შველა ითხოვა იეჰოშაფატმა,+ იეჰოვაც დაეხმარა მას და ჩამოაცილა ისინი. 32 როცა ეტლების მეთაურებმა შენიშნეს, რომ ის არ იყო ისრაელის მეფე, თავი ანებეს მის დევნას.
33 მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და შემთხვევით მოარტყა ისრაელის მეფეს ჯავშნის ნაწიბურთან. მეფემ მეეტლეს უთხრა: „მობრუნდი და გამიყვანე ბრძოლის ველიდან, მძიმედ ვარ დაჭრილი“.+ 34 მთელი დღე გააფთრებით იბრძოდნენ; სირიელებისკენ მიბრუნებული ისრაელის მეფე საღამომდე ფეხზე მდგარი ჰყავდათ ეტლში. მეფე მზის ჩასვლისას მოკვდა.+