გამოსვლა
36 „იმუშაოს ბეცალელმა ოჰოლიაბთან და იმ კაცებთან ერთად, რომლებსაც მარჯვე ხელი აქვთ* და რომელთაც იეჰოვამ მისცა სიბრძნე და გონიერება, რათა იეჰოვას ბრძანებისამებრ შეასრულონ ყველა ის საქმე, რაც წმინდა მსახურებას ეხება“.+
2 მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბსა და ყველას, ვისაც მარჯვე ხელი ჰქონდა, მათ, ვისაც იეჰოვამ სიბრძნე მისცა,+ და ყველას, ვინც გულით მოისურვა საქმის კეთება.+ 3 აიღეს მათ მოსესგან ისრაელების მიერ წმინდა მსახურებისთვის გაღებული მთელი შესაწირავი.+ თუმცა ისრაელებს ნებაყოფლობითი შესაწირავი ყოველ დილით მოჰქონდათ.
4 მას შემდეგ, რაც ოსტატები წმინდა მსახურებას შეუდგნენ, ერთი მეორის მიყოლებით მიდიოდნენ 5 და მოსეს ეუბნებოდნენ: „ხალხს ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე იმ საქმის შესასრულებლადაა საჭირო, იეჰოვამ რომ ბრძანა“. 6 მოსემ ბრძანა, მთელი ბანაკისთვის, ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, ეუწყებინათ, რომ კარვისთვის შესაწირავი აღარ მოეტანათ. ხალხს შესაწირავი აღარ მოუტანია. 7 შეგროვებული შესაწირავი საკმარისზე მეტიც კი აღმოჩნდა მთელი საქმის შესასრულებლად.
8 ვისაც მარჯვე ხელი ჰქონდა,+ კარვისთვის+ დაამზადა ძვირფასი გრეხილი სელის ძაფის, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან 10 ქსოვილი. მან* ზედ ქერუბიმები ამოქარგა.+ 9 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 28 წყრთა* იყო, სიგანე კი — 4 წყრთა. კარვის ყველა ქსოვილი ერთი ზომისა იყო. 10 მან ერთმანეთს გადააბა კარვის 5 ქსოვილი; კარვის დანარჩენი 5 ქსოვილიც გადააბა ერთმანეთს. 11 გაუკეთა ლურჯი ძაფის მარყუჟები ერთმანეთზე გადაბმული კარვის ქსოვილების ორივე კიდეს გადაბმის ადგილებზე. 12 კარვის ქსოვილის ერთ კიდესაც 50 მარყუჟი გაუკეთა და კარვის ქსოვილის მეორე კიდესაც — 50 მარყუჟი, ერთმანეთის პირისპირ, გადაბმის ადგილებზე. 13 ბოლოს გააკეთა 50 ოქროს სამაგრი; ამ სამაგრებით კარვის ქსოვილები ერთმანეთს გადააბა და კარავი ერთი მთლიანი გახდა.
14 კარავზე გადასაფარებლად თხისურის ქსოვილი დაამზადა; 11 ქსოვილი დაამზადა კარვისთვის.+ 15 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 30 წყრთა იყო, სიგანე კი — 4 წყრთა. კარვის 11-ვე ქსოვილი ერთი ზომისა იყო. 16 ცალკე 5 ქსოვილი გადააბა ერთმანეთს, ცალკე — 6. 17 კარვის ქსოვილის ერთ კიდესაც 50 მარყუჟი გაუკეთა და კარვის ქსოვილის მეორე კიდესაც — 50 მარყუჟი გადაბმის ადგილებზე. 18 გააკეთა 50 სპილენძის სამაგრი კარვის ქსოვილების შესაერთებლად, რათა კარავი ერთი მთლიანი გამხდარიყო.
19 კარვისთვის დაამზადა ვერძის წითლად შეღებილი ტყავის გადასაფარებელი და მასზე გადასაფარებლად სელაპის ტყავის გადასაფარებელი.+
20 კარვისთვის ჩარჩოები აკაციის ხისგან+ გააკეთა და სწორად ჩადგა.+ 21 თითოეული ჩარჩო სიმაღლით 10 წყრთა იყო, სიგანით — წყრთა-ნახევარი. 22 თითოეულ ჩარჩოს 2 კოტა ჰქონდა გვერდიგვერდ. ასე გააკეთა კარვის ყველა ჩარჩო. 23 გააკეთა 20 ჩარჩო კარვის სამხრეთი ნაწილისთვის. 24 გააკეთა 40 ვერცხლის საყრდენი 20 ჩარჩოსთვის: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი ორივე კოტის ჩასასმელად, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც ორ-ორი საყრდენი კოტების ჩასასმელად.+ 25 კარვის ჩრდილოეთი ნაწილისთვისაც 20 ჩარჩო გააკეთა. 26 გაუკეთა მათ 40 ვერცხლის საყრდენი: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი.
27 კარვის უკანა, დასავლეთი ნაწილისთვის 6 ჩარჩო გააკეთა.+ 28 კარვის უკანა ნაწილისთვის კიდევ 2 ჩარჩო გააკეთა კუთხეების ბოძებად, 29 რომლებიც ორმაგად ამოდიოდა ძირიდან ბოლომდე, პირველ რგოლამდე. ორივე კუთხის ბოძი ასე გააკეთა. 30 მთლიანობაში იყო 8 ჩარჩო და 16 ვერცხლის საყრდენი, თითო ჩარჩოსთვის 2 საყრდენი.
31 გააკეთა ძელები აკაციის ხისგან; კარვის ერთი გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი,+ 32 კარვის მეორე გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი და კარვის უკანა, დასავლეთი, ნაწილის ჩარჩოებისთვისაც — 5 ძელი. 33 დაამზადა შუა ძელი, რომელიც ჩარჩოებს შუაში, ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, გასდევდა. 34 ოქროთი მოავარაყა ჩარჩოები; გაუკეთა ჩარჩოებს ოქროს რგოლები ძელების გასაყრელად; ძელებიც ოქროთი მოავარაყა.+
35 დაამზადა ფარდა+ ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან. ზედ ქერუბიმები+ ამოქარგა.+ 36 გააკეთა მისთვის 4 აკაციის სვეტი და ოქროთი მოავარაყა. კაუჭები ოქროსგან დაამზადა და სვეტებისთვის 4 ვერცხლის საყრდენი ჩამოასხა. 37 კარვის შესასვლელისთვის ფარდა ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან მოქსოვა.+ 38 გააკეთა 5 სვეტი და მათი კაუჭები. სვეტების თავები და შესაერთებლები ოქროთი მოავარაყა; სვეტებისთვის 5 სპილენძის საყრდენი ჩამოასხა.