რიცხვები
25 ისრაელი შიტიმში+ იყო დაბანაკებული, როცა ხალხმა მოაბის ასულებთან გარყვნილების ჩადენა დაიწყო.+ 2 იქაური ქალები ხალხს თავიანთი ღმერთებისთვის გამართულ მსხვერპლშეწირვაზე ეპატიჟებოდნენ.+ ხალხიც ჭამდა და მათი ღმერთების წინაშე პირქვე ემხობოდა.+ 3 დაიწყო ისრაელმა ფეორის ბაალის+ თაყვანისცემა; განრისხდა იეჰოვა ისრაელზე. 4 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მოიყვანე ყველა თავკაცი, რომლებმაც შესცოდეს, და დღისით ჩამოკიდე იეჰოვას წინაშე, რომ დაცხრეს იეჰოვას რისხვა“. 5 მოსემ ისრაელის მსაჯულებს+ დაავალა, რომ დაეხოცათ ისინი, ვინც ფეორის ბაალს თაყვანი სცა.+
6 მაშინ მოვიდა ბანაკში ერთი ებრაელი კაცი მიდიანელ ქალთან+ ერთად მოსესა და მთელი ისრაელის თვალწინ, როცა ისინი შეხვედრის კარვის შესასვლელთან ტიროდნენ. 7 ეს რომ აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის, ვაჟმა ფინხასმა+ დაინახა, მაშინვე წამოდგა და შუბს დაავლო ხელი. 8 დაედევნა იმ ებრაელს, კარავში შეჰყვა და კაცსაც და ქალსაც შუბი ჩასცა; ქალს შუბი საზარდულში გაუყარა. შეწყდა ისრაელში უბედურება.+ 9 მაშინ 24 000 კაცი დაიღუპა.+
10 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 11 „ფინხასმა,+ აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის, ვაჟმა დააცხრო ჩემი რისხვა, რადგან არ შეიწყნარა ჩემდამი ორგულობა;+ მეც აღარ შევმუსრე ისრაელები, თუმცა ერთგულებას მოვითხოვ.+ 12 უთხარი ფინხასს, რომ მშვიდობის შეთანხმებას ვაძლევ. 13 ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის+ მღვდლობის შეთანხმება იქნება სამარადისოდ, რადგან არ შეიწყნარა თავისი ღვთისადმი ორგულობა+ და გამოისყიდა ისრაელების დანაშაული“.
14 მიდიანელ ქალთან ერთად მოკლულ ებრაელ კაცს ზიმრი ერქვა. ის სიმონის საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს თავკაცის, სალუს, ვაჟი იყო. 15 მოკლულ მიდიანელ ქალს ქოზბი ერქვა. ის მიდიანელთა+ საგვარეულოს შტოთა თავკაცის, ცურის,+ ასული იყო.
16 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 17 „შეუტიეთ მიდიანელებს და დახოცეთ,+ 18 რადგან გმტრობდნენ; მათ გაცდუნეს ფეორისა+ და მიდიანელი თავკაცის ასულის, თავიანთი დის, ქოზბის მეშვეობით, რომელიც იმ დღეს მოკლეს,+ როცა ფეორის გამო უბედურება დატრიალდა“.+