იობი
39 „იცი მთის თხების მშობიარობის დრო?!+
გინახავს ფურირმების მშობიარობა?!+
2 შეგიძლია დაითვალო, როდის უსრულდებათ მაკეობის თვეები?!
იცი, როდის უწევთ მშობიარობა?!
3 იმუხლებიან და ისე შობენ თავიანთ ნაშიერებს;
უამდებათ მშობიარობის ტკივილები.
4 ღონიერდებიან მათი ნაშიერები
და ტრიალ მინდორში იზრდებიან;
მიდიან და აღარ ბრუნდებიან.
6 უკაცრიელ ველზე დავასახლე
და მარილის მიწაზე დავამკვიდრე.
7 ქალაქის ხმაურზე ეცინება
და მდევრის ძახილი არ ესმის;
8 მოივლის მთებს საძოვრებისა
და მცენარეების ძებნაში.
9 მოინდომებს გარეული ხარი, რომ მოგემსახუროს?!+
გაგიჩერდება ღამით ბოსელში?!
10 შეაბამ თოკს გარეულ ხარს და ჩააყენებ კვალში?!
ან წაუძღვები წინ, რომ მოახვნევინო?!
11 დაენდობი მის უშრეტ ძალას?!
ან შეასრულებინებ მძიმე სამუშაოს?!
12 გექნება იმედი, რომ ნამკალს მოგიტანს
და კალოზე მოგიგროვებს?!
14 ის თავის კვერცხებს მიწაზე ტოვებს;
მიწაში ინახავს თბილად.
15 ავიწყდება, რომ შეიძლება ფეხი დაადგან და გატეხონ,
ან მხეცებმა გათელონ.
16 უხეშად ეპყრობა თავის ნაშიერებს, თითქოს სხვისები იყვნენ;+
არ წუხს იმაზე, რომ მისმა შრომამ შეიძლება ფუჭად ჩაიაროს,
17 ვინაიდან დაუკავა ღმერთმა სიბრძნე
და არ არგუნა გონიერება;
18 მაგრამ, როცა დგება და ფრთებს იქნევს,
დასცინის ცხენსაც და მხედარსაც.
შენ უმოსავ კისერს ფაფრით?!
20 შეგიძლია კალიასავით ახტუნაო?!
შიშის მომგვრელია მისი გასაოცარი ჭიხვინი.+
23 ჩხარუნობს კაპარჭი
და შუბი და ხელშუბი ელვარებს.
24 გაშმაგებული მიქრის
და საყვირის ხმა ვერ აკავებს.
25 როგორც კი საყვირის ხმა გაისმება, მძლავრად დაიჭიხვინებს!
შორიდანვე გრძნობს ბრძოლის სუნს,
მეთაურთა შეძახილები და საომარი ყიჟინა ესმის.+
26 შენი გონიერების წყალობითაა, შევარდენი რომ ლივლივებს
და ფრთაგაშლილი სამხრეთისკენ მიფრინავს?!
28 კლდეზე რომ ათევს ღამეს
და კლდის ქიმზე თავის ციხესიმაგრეში ბუდობს?!