რომაელების მიმართ
10 ძმებო, გულით მსურს და ვევედრები ღმერთს, რომ ისრაელები გადარჩნენ.+ 2 ვმოწმობ, რომ ღვთისთვის კი არიან გულანთებულნი,+ მაგრამ საფუძვლიანი ცოდნის გარეშე. 3 მათ არ იციან, რა არის ღვთის თვალში სიმართლე+ და თავად ცდილობენ სიმართლის დადგენას,+ ამიტომ არ ემორჩილებიან ღვთის სიმართლეს.+ 4 კანონის დასასრული ქრისტეა,+ რათა ყველა, ვისაც რწმენა აქვს, მართლად ჩაითვალოს.+
5 მოსე წერს, რა შემთხვევაში ჩაითვლება კაცი მართლად კანონის თანახმად: „ვინც იცავს ამ ყოველივეს, იცოცხლებს“.+ 6 თუმცა იმის შესახებ, რომ კაცი რწმენის საფუძველზე ჩაითვლება მართლად, ნათქვამია: „ნუ იტყვი გულში,+ ვინ ავაო ზეცაში“+ ანუ ქრისტეს ჩამოსაყვანად, 7 „ან ვინ ჩავაო უფსკრულში“+ ანუ ქრისტეს მკვდრეთით აღსადგენად. 8 მაშ, რას ამბობს ის? „ახლოსაა თქვენთან ამ კანონის სიტყვა, თქვენს ბაგეზე და თქვენს გულშია“,+ ანუ რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ. 9 თუ სახალხოდ აღიარებ ბაგით, რომ იესო უფალია,+ და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები; 10 ვისაც გულით სწამს და ვინც სახალხოდ აღიარებს ბაგით,+ მართლად ჩაითვლება და გადარჩება.
11 წმინდა წერილი ამბობს: „ვისაც სწამს ის, იმედი არ გაუცრუვდება“.+ 12 არ არსებობს განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის.+ ყველასთვის ერთია უფალი, რომელიც გულუხვია ყველას მიმართ, ვინც მას უხმობს. 13 დაწერილია: „ყველა, ვინც იეჰოვას* სახელს უხმობს, გადარჩება“.+ 14 მაგრამ როგორ მოუხმონ მას, თუ არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? 15 ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ წარგზავნა?+ დაწერილია: „რა მშვენიერია მახარობელთა ხილვა!“+
16 მაგრამ ყველამ როდი მიიღო ეს სასიხარულო ცნობა, როგორც ესაია ამბობს: „იეჰოვა*, ვინ ერწმუნა ჩვენს ნათქვამს?“+ 17 ამრიგად, რწმენა მოსმენის შედეგია,+ მოსმენა კი — ქრისტეს შესახებ ქადაგებისა. 18 მაგრამ გეკითხებით: განა არ მოუსმენიათ? „მთელ დედამიწას მისწვდა მათი ხმა და მათმა ცნობამ ქვეყნიერების კიდეებს მიაღწია“.+ 19 კვლავ გეკითხებით: განა ისრაელმა ვერ გაიგო?+ ჯერ მოსე ამბობს: „აღგაშფოთებთ იმ ხალხის მეშვეობით, რომელიც ერიც კი არაა; განგარისხებთ უგუნური ერით“.+ 20 ესაია დიდი გაბედულებით ამბობს: „ვინც არ მეძებდა, მათ მიპოვეს,+ ვინც არ მკითხულობდა, მათ გავუცხადე თავი“;+ 21 ისრაელის შესახებ კი ამბობს: „მთელი დღე გაწვდილი მაქვს ხელი ურჩი და ჯიუტი ხალხისკენ“.+