სადიდებელი საგალობელი. დავითის ფსალმუნი.
א [ალეფ]
145 განგადიდებ, ჩემო ღმერთო, ჩემო მეფეო!+
განვადიდებ შენს სახელს სამარადისოდ, მარადიულად.+
ב [ბეთ]
2 მთელი დღე განგადიდებ.+
განვადიდებ შენს სახელს სამარადისოდ, მარადიულად.+
ג [გიმელ]
3 დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები,+
ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.+
ד [დელეთ]
4 თაობიდან თაობაში განგადიდებენ შენი საქმეების გამო;
ილაპარაკებენ შენს ძლევამოსილ საქმეებზე.+
ה [ჰე]
5 შენს ბრწყინვალებასა და დიდებულებაზე ილაპარაკებენ,+
მე კი შენს საოცარ საქმეებზე ვიფიქრებ.
ו [ვავ]
6 შენს შიშის მომგვრელ საქმეებზე ილაპარაკებენ,
მე კი შენი სიდიადის შესახებ ვაუწყებ.
ז [ზაინ]
7 გაიხსენებენ შენს სიკეთეს და განგადიდებენ დღემუდამ,+
სიხარულით შესძახებენ შენი სიმართლის გამო.+
ח [ხეთ]
8 იეჰოვა თანამგრძნობი და გულმოწყალეა,+
სულგრძელია და ურყევია მისი სიყვარული.+
ט [ტეთ]
9 იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს,+
მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება.
י [ჲოდ]
10 იეჰოვა, შენი ნამოქმედარი განგადიდებს,+
ხოტბას შეგასხამენ შენი ერთგულები.+
כ [ქაფ]
11 შენი დიდებული მმართველობის შესახებ გააცხადებენ+
და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ,+
ל [ლამედ]
12 რათა აუწყონ ხალხს შენი ძლევამოსილი საქმეებისა+
და შენი ბრწყინვალე მეფობის სიდიადის შესახებ.+
מ [მემ]
13 შენი მეფობა მარადიულია
და შენი ძალაუფლება თაობიდან თაობაში ვრცელდება.+
ס [სამეხ]
14 იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა,+
და ფეხზე წამოაყენებს დამდაბლებულთ.+
ע [აინ]
15 შენ შემოგცქერის ყველას თვალი იმედიანად
და შენ აძლევ მათ საზრდოს დროულად.+
פ [ფე]
16 შლი ხელს
და აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის სურვილს.+
צ [ცადე]
17 იეჰოვას ყველა გზა სამართლიანია+
და ყველა მისი ნამოქმედარი მის ერთგულებაზე მოწმობს.+
ק [კოფ]
18 იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს,+
ყველასთან, ვინც წრფელი გულით უხმობს.+
ר [რეშ]
19 გულის წადილს უსრულებს თავის მოშიშთ,+
ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ, და იხსნის მათ.+
ש [შინ]
20 იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს,+
ყველა ბოროტს კი მოსპობს.+
ת [თავ]
21 ხოტბას შევასხამ იეჰოვას ჩემი ბაგით,+
ყოველმა სულდგმულმა ადიდოს მისი წმინდა სახელი სამარადისოდ, მარადიულად!+