იობი
29 სიტყვა განაგრძო იობმა:
2 «ნეტავ იმ დროს,
ღმერთი რომ მმფარველობდა;
3 ზემოდან რომ მანათებდა თავის ლამპარს
და სიბნელეში მისი სინათლით დავდიოდი,+
4 ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს,
ღმერთი ჩემს კარავში რომ იყო და მასთან რომ ვმეგობრობდი;+
5 როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლისშემძლე
და, როცა შვილები გარს მეხვივნენ,
6 როცა ფეხებს ნაღებით ვიბანდი
და კლდე ზეთს ნაკადებად მიღვრიდა.+
7 როცა ქალაქის კარიბჭესთან გავდიოდი+
და მოედანზე ჩემს ადგილს ვიკავებდი,+
8 ყმაწვილები ჩემს დანახვაზე განზე დგებოდნენ,
მოხუცებიც კი ფეხზე დგებოდნენ და აღარ სხდებოდნენ.+
9 მთავრები ჩუმდებოდნენ
და პირზე ხელს იფარებდნენ.
10 დიდებულები ხმას აღარ იღებდნენ
და ენა სასაზე ეკვროდათ.
11 ვინც მისმენდა, კარგად მახასიათებდა,
და ვინც დამინახავდა, მაქებდა,
14 სიმართლით ვიმოსებოდი,
სამართალი მოსასხამივით და თავსაბურავივით მქონდა.
15 უსინათლოსთვის თვალი ვიყავი
და კოჭლისთვის — ფეხი;
19 ფესვებს წყლებამდე გავიდგამ
და ჩემს ტოტებს ნამი დილამდე შერჩება.
20 ჩემი დიდება არასოდეს გაქრება,
და მშვილდი ყოველთვის მოზიდული მექნება“.
22 სათქმელს რომ ვეტყოდი, აღარაფერს ამბობდნენ;
ჩემი სიტყვები მათ ყურს ეამებოდა.