ესაია
2 თქვენივე დანაშაულმა ჩამოგაშორათ თქვენს ღმერთს,+
თქვენივე ცოდვების გამო მოგარიდათ მან პირი
და აღარ გისმენთ.+
თქვენი ენა სიცრუეს ლაპარაკობს+ და ბაგე უმართლობას ბუტბუტებს.
არარაობის იმედი აქვთ+ და უღირსად ლაპარაკობენ.
ბოროტება ესახებათ და სიავეს შობენ.+
ამ კვერცხის შემჭმელი მოკვდება
და გატეხილი კვერცხიდან გველგესლა გამოიჩეკება.
საზიანოა მათი საქმეები, ძალადობას სჩადიან.+
ბოროტება უტრიალებთ თავში,
დაქცევა და უბედურებაა მათ გზებზე.+
იმრუდებენ სავალს;
მათზე მავალთათვის უცხო იქნება მშვიდობა.+
9 ამიტომ შორსაა ჩვენგან სამართალი
და სიმართლე ვერ გვეწევა.
სინათლეს მოველით, მაგრამ, აი, სიბნელეა;
ნათელს მოველით, მაგრამ წყვდიადში დავდივართ.+
ისე ვბორძიკობთ შუადღით, როგორც საღამოს ბინდში;
ჯანმაგართა შორის მკვდრებივით ვართ.
11 ყველანი დათვებივით ვღმუით
და მტრედებივით ნაღვლიანად ვღუღუნებთ.
სიმართლეს მოველით, მაგრამ ამაოდ,
ხსნას მოველით, მაგრამ შორსაა ჩვენგან.
ვიცით ჩვენი ურჩობა,
ვუწყით ჩვენი დანაშაული.+
13 შევცოდეთ და უარვყავით იეჰოვა,
ზურგი ვაქციეთ ჩვენს ღმერთს;
დაინახა ეს იეჰოვამ და არ მოიწონა,
რადგან აღარ იყო სამართალი.+
16 კაციშვილი ვერ დაინახა
და გაუკვირდა, რომ არავინ იყო ქომაგი,
ამიტომ თავისი მკლავით იხსნა
და თავისი სიმართლით იმოქმედა.
შურისძიების სამოსით შეიმოსა+
და მოსასხამივით მოისხა მოშურნეობა.
18 მიუზღავს მათ თავიანთი საქმეებისთვის:+
რისხვას დაატეხს თავის მტრებს, სასჯელს — თავის მოწინააღმდეგეებს,+
საკადრისს მიაგებს კუნძულებს.
19 მზის ჩასავლის მხარეში შეეშინდებათ იეჰოვას სახელის,
მზის ამოსავლის მხარეში — მისი დიდების,
რადგან იეჰოვა მოვარდნილი ნიაღვარივით იქნება,
რომელსაც თავისი სულით მოავლენს.
21 ეს არის ჩემი შეთანხმება, რომელიც მათთან დავდე,+ — ამბობს იეჰოვა. — ჩემი სული, რომელიც შენზე დავავანე, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ბაგეზე დაგიდე, არ მოშორდება არც შენი და არც შენი შვილების და შვილიშვილების ბაგეს, არც ახლა და არც მარადიულად“, — ამბობს იეჰოვა.