ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.
31 შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა,+
დაე ნურასდროს შევრცხვები!+
მიხსენი შენი სიმართლის გამო.+
2 ყური მომაპყარი,
იჩქარე ჩემ გადასარჩენად.+
თავშესაფარ კლდედ იქეცი ჩემთვის
და ციხესიმაგრედ, რომ დამიხსნა.+
5 შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული*.+
შენ გამომისყიდე, იეჰოვა, ჭეშმარიტების ღმერთო*.+
6 მძულს ის, ვინც უსარგებლო კერპებს ეთაყვანება,
მე კი იეჰოვაზე ვარ მინდობილი.
8 მტრის ხელში არ ჩაგიგდივარ;
უსაფრთხო ადგილას დამაყენე.
9 წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან გასაჭირი მადგას.
თვალები დამიბინდა მწუხარებამ+ და სხეული დამისუსტა.+
ჩადენილმა დანაშაულმა ძალა გამომაცალა
და ძვლები გამომიფიტა.+
ნაცნობებს ეშინიათ ჩემი,
გამირბიან, გარეთ რომ მხედავენ.+
12 გულიდან ამომიგდეს და დამივიწყეს, თითქოსდა მკვდარი ვიყო;
დამტვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე.
იკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ
და ბჭობენ, როგორ გამომასალმონ სიცოცხლეს.+
14 მაგრამ მე შენზე ვარ მონდობილი, იეჰოვა,+
ვამბობ: „შენა ხარ ჩემი ღმერთი!“+
15 ჩემი სიცოცხლე შენს ხელთაა;
დამიხსენი ჩემი მტრებისა და მდევნელების ხელიდან.+
16 შენი სახის ნათელი მოაფინე შენს მსახურს+
და მიხსენი შენი სიკეთით*.
17 იეჰოვა, ნუ შემარცხვენ, როცა მოგიხმობ.+
22 შეძრწუნებულმა ვთქვი,
შენ თვალწინ შევიმუსრები-მეთქი,+
მაგრამ შენ ისმინე ჩემი ვედრება, საშველად რომ მოგიხმე.+