ესაია
22 „ხილვის ველისთვის*“ გამოტანილი განაჩენი:+
რა მოგივიდა? რატომ ასულა შენი ხალხი ბანზე?
2 აურზაურით იყავი სავსე,
ხმაურიანო ქალაქო, მოყიჟინე ქალაქო.
მახვილით არ დახოცილან შენში დახოცილნი,
არც ბრძოლაში დახოცილან ისინი.+
3 შენი სასტიკი მმართველები ერთიანად გაიქცნენ.+
მშვილდიც არ დასჭირვებიათ ისე დაატყვევეს ისინი;
ყველა, ვინც იპოვეს, დააპატიმრეს,+
არადა, შორს იყვნენ გაქცეულები.
4 ამიტომ ვთქვი: „თვალი მომარიდეთ და მწარედ ვიტირებ.+
ნუ ეცდებით ჩემს ნუგეშისცემას იმის გამო,
რომ ბოლო მოუღეს ჩემი ხალხის ასულს.+
5 ეს არის არეულობის, დამარცხებისა და შფოთის დღე+
უზენაესი უფლისგან, ლაშქართა ღმერთ იეჰოვასგან,
„ხილვის ველზე“.
იქ ანგრევენ გალავანს+
და მთებს სწვდება ხალხის მოთქმა.
8 და მოსცილდება იუდას საფარველი.
„იმ დღეს გაიხედავ ტყის სახლის იარაღის საცავისკენ;+ 9 მრავალ ბზარს დაინახავთ დავითის ქალაქში.+ შეაგროვებთ ქვემო წყალსატევის წყალს;+ 10 შეამოწმებთ იერუსალიმის სახლებს და დაანგრევთ მათ გალავნის გასამაგრებლად. 11 წყალსაცავს გააკეთებთ ორ კედელს შორის ძველი წყალსატევის წყლის შესაგროვებლად; თუმცა არად ჩააგდებთ მის დიდებულ შემოქმედს, ვერ დაინახავთ მას, ვინც დიდი ხნის წინათ შექმნა ის.
12 იმ დღეს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,
მოსთხოვს ხალხს, რომ იტირონ, იგლოვონ,+
თავი გადაიპარსონ და ჯვალოს სამოსი ჩაიცვან.
ამბობთ, ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებითო“.+
14 მითხრა ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ: „არ მოგეტევებათ ეს დანაშაული, სანამ არ დაიხოცებით,+ — ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“.
15 აი, რა მითხრა უზენაესმა უფალმა, ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ: «მიდი სახლთუხუცეს შებნასთან+ და უთხარი: 16 „რა გესაქმება აქ და ვინ გეგულება, სამარხი რომ გამოგიკვეთია შენთვის?“ მაღლა კვეთს თავის სამარხს, კლდეში კვეთს თავის მოსასვენებელს. 17 „აი, იეჰოვა მძლავრად ჩაგჭიდებს ხელს, ადამიანო, და ძირს დაგანარცხებს. 18 მაგრად დაგგორგლავს ბურთივით და გაშლილ მინდორზე მოგისვრის. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდებული ეტლები შენი ბატონის სახლეულობის სამარცხვინოდ. 19 გადაგაყენებ შენი თანამდებობიდან და მოგისვრი შენი ადგილიდან.
20 იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მსახურ ელიაკიმს,+ ხილკიას ძეს, 21 და შენი გრძელი სამოსლით შევმოსავ, შენს სარტყელს შემოვარტყამ+ და შენს ძალაუფლებას გადავცემ; ის მამასავით იქნება იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდასტომელთათვის. 22 მხარზე ჩამოვკიდებ დავითის შთამომავალთა სახლეულობის გასაღებს.+ მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს და მის დაკეტილს ვერავინ გააღებს. 23 ისე ჩავარჭობ, როგორც პალოს მყარ კედელში, და თავისი მამის სახლეულობისთვის დიდების ტახტად იქცევა. 24 მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლეულობის მთელ დიდებას — მოდგმასა და შთამომავლობას, ყველა პატარა ჭურჭელს, ჯამებსა და ყველა დიდ დოქს.
25 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ამოვაძრობ მყარ კედელში ჩარჭობილ პალოს,+ გადავტეხავ და დავაგდებ. ძირს დაენარცხება მისი ტვირთი და მოისპობა, რადგან იეჰოვა ამბობს ამას“».