აბაკუმი
3 წინასწარმეტყველ აბაკუმის ლოცვა, საგალობელი:
2 „იეჰოვა, მოვისმინე შენ შესახებ.
შემაძრწუნა, იეჰოვა, შენმა საქმეებმა.
თავის დროზე* კვლავ იმოქმედე
და თავის დროზე გააცხადე მათზე!
ამ განსაცდელის ჟამსაც გვიჩვენე წყალობა.+
მისმა დიდებამ დაფარა ზეცა,+
მისი ქებით აივსო დედამიწა.
4 დღის ნათელივით იყო მისი ბრწყინვალება.+
ორმა სხივმა გამოანათა მისი ხელიდან,
იქ იყო დაფარული მისი ძალა.
6 გაჩერდა ის და შეარყია დედამიწა,+
შეხედა და შიშით აათრთოლა ხალხები,+
გაცამტვერდნენ მარადიული მთები,
ქედი მოიხარეს საუკუნო გორებმა.+
ოდითგანვე ასეთია მისი გზები.
7 გაჭირვება დავინახე ქუშანის კარვებში,
ირხეოდნენ მიდიანის კარვის ქსოვილები.+
8 მდინარეებს განურისხდი, იეჰოვა,
მდინარეებს განურისხდი
თუ ზღვას?!+
9 გაშიშვლებულია შენი მშვილდი და მომართული,
მზადაა იარაღი* ფიცის შესასრულებლად*. (სელა)
მდინარეებით დასერე დედამიწა.
10 ტკივილით დაიკრუნჩხნენ მთები შენს დანახვაზე.+
თქეშმა წალეკა მიწა.
სიღრმიდან დაიგრგვინა წყალმა+
და ამოსკდა ჭავლი.
11 გაჩერდნენ მზე და მთვარე თავიანთ დიდებულ სამყოფელში,+
სინათლესავით გამოიჭრნენ შენი ისრები,+
ელვარებდა შენი შუბი.
12 მრისხანედ მოაბიჯებდი დედამიწაზე,
რისხვით თელავდი ხალხებს.
13 შენი ხალხის სახსნელად, შენი ცხებულის გადასარჩენად გამოხვედი.
შენ შემუსრე ბოროტეულის სახლის თავკაცი,
საძირკვლიდან ჭერამდე მოსპე მისი სახლი. (სელა)
14 მისივე იარაღით გაუპე თავი მის მეომრებს,
როცა ქარტეხილივით დამატყდნენ თავს.
დიდად ხარობდნენ, რომ მალულად ყლაპავდნენ ჩაგრულს.
15 შენ ცხენებით გადათელე ზღვა,
აზვირთებული წყლები.
16 გავიგონე და შევიძარი,
ამის გაგონებაზე ბაგე ამითრთოლდა,
ლპობა შეეპარა ჩემს ძვლებს,+
ფეხები ამიკანკალდა,
მაგრამ მაინც მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს,+
რადგან მოდის ის, რომ თავს დაატყდეს ჩვენს თავდამსხმელთ.
17 რომც არ აყვავდეს ლეღვი
და ვაზმა არ მოისხას მტევანი,
რომც არ გამოიღოს ნაყოფი ზეთისხილმა
და მინდორში არ მოვიდეს მოსავალი,
ფარაც რომ გაწყდეს ფარეხში
და საქონელი აღარ დარჩეს სადგომში,
18 მაინც გავიხარებ იეჰოვათი
და ვიმხიარულებ ჩემი ღმერთითა და მხსნელით!+
და გამათელვინებს მაღლობებს“.+
ხელმძღვანელს: ჩემი სიმებიანი საკრავების თანხლებით.