იობი
42 იობმა იეჰოვას მიუგო:
2 „ახლა კი ვიცი, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია.
არ არსებობს განზრახვა, ხორცი რომ ვერ შეასხა.+
ვლაპარაკობდი, თუმცა არაფერი გამეგებოდა იმ ყოველივესი,
რაც მეტად გასაოცარი და ჩაუწვდომელია.+
4 მეუბნებოდი, მომისმინე და მე ვილაპარაკებო,
შეგეკითხები და მიპასუხეო.+
5 ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი,
ახლა კი გხედავს ჩემი თვალი.
7 მას შემდეგ, რაც იეჰოვა იობს ელაპარაკა, თემანელ ელიფაზსაც უთხრა იეჰოვამ:
„განრისხებული ვარ შენზე და შენს ორ მეგობარზე,+ რადგან ჩემი მსახურისგან, იობისგან, განსხვავებით, არ ილაპარაკეთ ჩემზე სიმართლე.+ 8 წაიყვანეთ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი, წადით ჩემს მსახურ იობთან და შესწირეთ დასაწვავი მსხვერპლი, ჩემი მსახური იობი კი ილოცებს თქვენთვის.+ შევისმენ მის ვედრებას და თქვენი უგუნურებისამებრ არ მოგიზღავთ, რადგან იობისგან განსხვავებით, არ ილაპარაკეთ ჩემზე სიმართლე“.
9 წავიდნენ თემანელი ელიფაზი, შუახელი ბილდადი და ნაამათელი ცოფარი და იეჰოვას მითითებისამებრ მოიქცნენ. იეჰოვამაც შეისმინა იობის ლოცვა.
10 მას შემდეგ, რაც იობმა თავისი მეგობრებისთვის ილოცა,+ მოაშორა იეჰოვამ მას უბედურება+ და დაუბრუნა ის ყველაფერი, რაც დაკარგა; იმაზე ორჯერ მეტი მისცა იეჰოვამ იობს, ვიდრე მანამდე ჰქონდა.+ 11 მიდიოდნენ მასთან სახლში მისი დები და ძმები, მისი ძველი მეგობრები+ და ერთად ნადიმობდნენ; თანაუგრძნობდნენ და ანუგეშებდნენ იობს იმ უბედურებათა გამო, რომლებიც იეჰოვამ დაუშვა, რომ თავს დასტყდომოდა. თითოეულს მისთვის საჩუქრად მიჰქონდა ფული და ოქროს სამკაული.
12 იეჰოვამ იობი ბოლო წლებში უფრო მეტად აკურთხა.+ ჰყავდა იობს 14 000 ცხვარი, 6 000 აქლემი, 1 000 უღელი ხარი და 1 000 ჭაკი ვირი.+ 13 კვლავ შეეძინა შვიდი ვაჟი და სამი ასული.+ 14 პირველ ასულს დაარქვა იემიმა, მეორეს — კეცია, მესამეს კი — კერენ-ჰაფუქი. 15 იობის ასულებისთანა ლამაზი ქალები მთელ ქვეყანაზე არ მოიძებნებოდნენ. თავიანთ ძმებთან ერთად მათაც მიიღეს მემკვიდრეობა მამისგან.
16 ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და მოესწრო შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს — ოთხ თაობას. 17 მოკვდა იობი, დღეგრძელი და ცხოვრებით კმაყოფილი.