რომაელების მიმართ
6 მაშ, რა გამოდის, კვლავაც შევცოდოთ, რომ წყალობა გამრავლდეს?! 2 არავითარ შემთხვევაში! თუ ცოდვისთვის დავიხოცეთ,+ როგორღა უნდა ვცოდავდეთ კვლავ?!+ 3 ნუთუ არ იცით, რომ ყველა, ვინც ქრისტე იესოში მოვინათლეთ,+ იმისთვის მოვინათლეთ, რომ მისი სიკვდილის მოზიარენი გავმხდარიყავით?!+ 4 ამგვარი ნათლობით ქრისტესთან ერთად დავიმარხეთ,+ რათა ქრისტეს მსგავსად, რომელიც მამამ თავისი დიდებული ძალით აღადგინა მკვდრეთით, ჩვენც ვიცხოვროთ ახალი ცხოვრებით.+ 5 თუკი მსგავსი სიკვდილი გვაერთიანებს მასთან,+ მაშინ მსგავსი აღდგომაც გაგვაერთიანებს.+ 6 ვიცით, რომ ჩვენი ძველი პიროვნება მასთან ერთად იქნა ძელზე გაკრული,+ რათა ჩვენს ცოდვილ სხეულს ძალა დაეკარგა+ და ცოდვის მონები აღარ ვყოფილიყავით,+ 7 ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისგან გათავისუფლდა.
8 უფრო მეტიც, თუ ქრისტესთან ერთად დავიხოცეთ, გვწამს, რომ მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც. 9 ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე+ აღარ კვდება,+ სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე; 10 ის ერთხელ მოკვდა ცოდვის მოსასპობად,+ ახლა კი ცოცხლობს ღვთისთვის. 11 თქვენც ასევე, ჩათვალეთ, რომ ცოდვისთვის დაიხოცეთ და ღვთისთვის ცოცხლობთ ქრისტე იესოს მეშვეობით.+
12 მაშ, ნუღარ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში,+ რომ არ დაემონოთ ხორციელ სურვილებს. 13 ნურც უმართლობის იარაღად აქცევთ თქვენს სხეულებს ცოდვის ხელში, არამედ ღმერთს წარუდგინეთ თავი თქვენ, ვინც უკვე გაცოცხლდით, და თქვენი სხეულებიც ღმერთს წარუდგინეთ სიმართლის იარაღად.+ 14 ცოდვამ არ უნდა იბატონოს თქვენზე, რადგან კანონს კი არ ექვემდებარებით,+ არამედ ღვთის წყალობას.+
15 მაშ, რა გამოდის, უნდა შევცოდოთ, რადგან კანონს კი არ ვექვემდებარებით, არამედ წყალობას?!+ არავითარ შემთხვევაში! 16 ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემორჩილებით და ვისაც ემონებით, მისი მონები ხართ?!+ თუ ცოდვას ემონებით+, ვერ იცოცხლებთ,+ ხოლო, თუ ღვთის მონები იქნებით და მას დაემორჩილებით, მართლებად ჩაითვლებით. 17 ვმადლობთ ღმერთს, რომ უწინ ცოდვის მონები ახლა გულით დაემორჩილეთ ღვთისგან ნასწავლს. 18 ამიტომ, რადგან ცოდვისგან გათავისუფლდით,+ სიმართლის მონები გახდით.+ 19 ადამიანური ენით გესაუბრებით თქვენი ცოდვილი ბუნების გამო: როგორც უწინ დაუმონეთ თქვენი სხეულები უწმინდურებასა და უკანონობას უკანონობისთვის, ისე ახლა დაუმონეთ თქვენი სხეულები სიმართლეს სიწმინდისთვის.+ 20 როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ სიმართლეს არ ემონებოდით.
21 როგორი ნაყოფი გამოგქონდათ მაშინ? ისეთ საქმეებს აკეთებდით, ახლა რომ გრცხვენიათ მათ გამო; მათი ბოლო ხომ სიკვდილია.+ 22 ახლა კი, როცა ცოდვისგან გათავისუფლდით და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა,+ რაც მარადიული სიცოცხლით დაგვირგვინდება,+ 23 რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია,+ ხოლო ღვთისგან ბოძებული ძღვენი — მარადიული სიცოცხლე+ ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეშვეობით.+