პირველი წერილი კორინთელების მიმართ
5 გავიგე, რომ გარყვნილი*+ კაცია თქვენ შორის, რომელიც მამამისის ცოლთან ცხოვრობს;+ ასეთ უზნეობას* წარმართ ხალხებშიც კი არ სჩადიან. 2 ნუთუ ამაყობთ ამით, ნაცვლად იმისა, რომ იგლოვოთ+ და ამ საქმის ჩამდენი მოიშოროთ თქვენგან?!+ 3 მართალია ფიზიკურად თქვენ გვერდით არ ვარ, მაგრამ სულით თქვენთან ვარ და უკვე გავასამართლე ასეთი საქმის ჩამდენი ისე, თითქოს თქვენ გვერდით ვყოფილიყავი. 4 როცა ჩვენი უფლის, იესოს, სახელით შეიკრიბებით, გახსოვდეთ, რომ მეც მის მიერ ბოძებული ძალაუფლებით თქვენ გვერდით ვარ მთელი არსებით, 5 და სატანას გადაეცით ასეთი კაცი+ ხორციელი გავლენის აღმოსაფხვრელად, რათა სული* დაცული იყოს უფლის დღეს.+
6 არ არის კარგი, რომ ამით ამაყობთ. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარიც კი მთელ ცომს აფუებს?!+ 7 მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა ახალი ცომი იყოთ, უფუარი, როგორიც ხართ კიდეც, რადგან თქვენთვის შეეწირა+ ქრისტე, ჩვენი საპასექო კრავი.+ 8 ამიტომ ნურც ძველი საფუვრით ვიდღესასწაულებთ+ და ნურც ბოროტებისა და უკეთურობის საფუვრით, არამედ გულწრფელობისა და ჭეშმარიტების უფუარი პურებით.
9 წერილში გწერდით, რომ აღარ გქონოდათ ურთიერთობა გარყვნილ* ადამიანებთან, 10 მაგრამ არ მიგულისხმია, რომ ზოგადად ქვეყნიერებაში მცხოვრებ გარყვნილ*,+ ხარბ, გამომძალველ და კერპთაყვანისმცემელ ადამიანებთან გაგეწყვიტათ ყოველგვარი ურთიერთობა, რადგან მაშინ ქვეყნიერების დატოვება მოგიწევდათ.+ 11 ახლა კი გწერთ, რომ აღარ იქონიოთ ურთიერთობა+ მასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილ* ცხოვრებას ეწევა, ხარბი,+ კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი+ ან გამომძალველია;+ ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ. 12 გარეშეებთან რა მესაქმება, მე რატომ უნდა გავასამართლო ისინი?! თქვენ შინაურების გასამართლება გმართებთ, 13 გარეშეებს კი ღმერთი გაასამართლებს;+ წერია კიდეც: „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები!“+