ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. მიქთამი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა საულმა სახლთან კაცები ჩაუსაფრა მოსაკლავად.+
2 მიხსენი ავისმქნელთაგან
და დამიცავი მოძალადეთაგან.
თავს მესხმიან ძლიერნი,
არადა, არც ურჩი ვყოფილვარ, იეჰოვა, და არც ცოდვა ჩამიდენია.+
4 არაფერი დამიშავებია, ისინი კი მორბიან, თავს რომ დამესხან.
აღდექ, როცა მოგიხმობ, და დაინახე!
5 ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, შენ ხარ ისრაელის ღმერთი!+
გამოიღვიძე, რომ შეამოწმო ხალხები,
წყალობას ნუ უყოფ ავისმქნელებს, მოღალატეებს.+ (სელა)
10 ღმერთი, რომელიც სიკეთეს* არ მიკავებს, მომეშველება;+
ღვთის წყალობით ვიხილავ ჩემი მტრების დამარცხებას.+
11 ჯერ ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ხალხმა შენი ნამოქმედარი;
შენი ძალით ახეტიალე
და დაამცირე ისინი, ჩვენო ფარო, იეჰოვა.+
12 მათი ბაგეებით ჩადენილი ცოდვის, მათივე ნათქვამის გამო,
საკუთარი სიამაყის მახეში გაებან,+
რადგან იწყევლებიან და ცრუობენ.
ბოლო მოუღე, რომ აღარ იარსებონ.
გააგებინე მათ, რომ ღმერთია მმართველი იაკობის შთამომავლებს შორის და დედამიწის კიდით კიდემდე.+ (სელა)