იგავები
4 სიბრძნეს უთხარი, ჩემი და ხარ-თქო,
და გონიერებას — ჩემი ნათესავი ხარ-თქო,
6 ჩემი სახლის სარკმლიდან,
ცხაურიდან გავიხედე,
7 გულუბრყვილოები რომ დამენახა;
ახალგაზრდებს შორის ერთი უგუნური კაცი შევნიშნე;+
ფეხი რომ არ უჩერდება სახლში;
13 ხელი სტაცა მას, აკოცა,
ურცხვად შეხედა და უთხრა:
14 „სამშვიდობო მსხვერპლი მქონდა შესაწირი;+
დღეს შევასრულე ჩემი აღთქმები.
15 ამიტომაც გამოვედი შენთან შესახვედრად,
შენ საძებნელად, და გიპოვე კიდეც.
17 ზედ ზმირინი, ალოე და დარიჩინიც მოვაფრქვიე.+
18 მოდი, სიყვარულით დავთვრეთ დილამდე
და ვნებიანი ალერსით დავტკბეთ.
19 ჩემი ქმარი შინ არ არის,
შორსაა წასული;
20 ქისაც თან წაიღო
და სავსემთვარობამდე არ დაბრუნდება“.
21 შეაცდინა დამაჯერებელი ლაპარაკით,+
ტკბილმოუბარი ბაგეებით დაიყოლია;
22 ისიც მაშინვე გაჰყვა დასაკლავი ხარივით,
სულელივით, ხუნდებს რომ დაადებენ დასასჯელად.+
23 მიჰყვება მას, სანამ ისარი ღვიძლს არ გაუგლეჯს;
ჩიტივითაა, კაკანათისკენ რომ ისწრაფვის და ვერ ხვდება, რომ დაიღუპება.+
24 მომისმინეთ, შვილებო,
და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი.
25 ნუ გაგიწევს გული მისი გზებისკენ,