37 „ამის გამო გული გამალებით მიძგერს,
ლამის საგულედან ამომვარდეს.
2 ხალხო, მოუსმინეთ მის მგრგვინავ ხმას
და მისი პირიდან გამომავალ ქუხილს.
3 ის მთელ ცისქვეშეთში უშვებს მას,
და ელვას+ დედამიწის კიდეებამდე აწვდენს.
4 შემდეგ ისმის მჭექარე ხმა,
აქუხებს თავის დიდებულ ხმას;+
არ აკავებს ელვას, როცა გამოსცემს თავის ხმას.
5 საოცრად ქუხს ღვთის ხმა,+
დიდებულ და ჩაუწვდომელ საქმეებს იქმს იგი.+
6 თოვლს ეუბნება, მიწას მოეფინეო,+
და თავსხმას — ძირს მძლავრად დაეშვიო.+
7 ღმერთი აჩერებს ადამიანთა საქმეებს,
რათა ყოველი მოკვდავი ხედავდეს მის ნამოქმედარს.
8 მხეცები თავიანთ ბუნაგებში შედიან
და იქ რჩებიან.
9 შიდა ოთახიდან გამოდის ქარიშხალი+
და ჩრდილოეთის ქარს მოაქვს სიცივე.+
10 ღვთის სუნთქვით წარმოიქმნება ყინული+
და იყინება წყლის მასები.+
11 ღრუბელს ატენიანებს და მძიმდება ის,
ელვას ღრუბლებში შლის.+
12 ღრუბლები იქით მიდიან, საითაც ის მიავლენს,
და მის ბრძანებას ასრულებენ+ მთელი დედამიწის თავზე.
13 დასასჯელად იქნება,+ მიწის მოსარწყავად
თუ სიკეთის საკეთებლად, იგი შედეგს გამოაღებინებს.+
14 დაფიქრდი, იობ!
აბა ჩაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს.+
15 იცი, როგორ განაგებს ღრუბლებს
და როგორ ანათებინებს ელვას ღრუბლებიდან?!
16 იცი, როგორ ლივლივებენ ღრუბლები?!+
ყველა ეს საოცრება მისი ნახელავია,
ვინც სრულყოფილ ცოდნას ფლობს!+
17 რატომაა, რომ სამხრეთის ქარი შენს სამოსს აცხელებს,
დედამიწას კი სიმშვიდეს ჰგვრის?!+
18 შენც შეგიძლია ისე გამოჭედო ცა,+
რომ ლითონის სარკესავით მყარი იყოს?!
19 გვითხარი, რა ვუთხრათ მას!
ვერ ვპასუხობთ, რადგან სიბნელეში ვართ.
20 განა უნდა ემცნოს ღმერთს,
რომ მისთვის რაღაც მაქვს სათქმელი?!
ვის რა უთქვამს ისეთი, რომ ღმერთს ეუწყოს?!+
21 იმ სინათლესაც კი ვერ ხედავენ,
ცაზე რომ კაშკაშებს,
სანამ ქარი ღრუბლებს არ გაფანტავს.
22 ჩრდილოეთიდან ოქროსებრი ბრწყინვალება მოდის;
შიშის მომგვრელია ღვთის სიდიადე.+
23 ჩაუწვდომელია ყოვლისშემძლის გზები,+
ძლევამოსილია იგი+
და არასოდეს გაამრუდებს სამართალსა+ და სიმართლეს.+
24 ამიტომაც უნდა ეშინოდეს ხალხს მისი;+
არ სწყალობს იგი მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია“.+