ესაია
2 თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში
და საფარი ქარიშხალში,
როგორც წყლის ნაკადულები უწყლო მიწაზე,+
როგორც დიდი კლდის ჩრდილი გადახრუკულ ადგილას.
3 მხედველთა თვალები აღარ დაიხუჭება,
მსმენელთა ყურები გულდასმით მოისმენს.
5 უგუნურზე აღარ იტყვიან ხელგაშლილიაო,
უსინდისოს აღარ უწოდებენ კეთილშობილს,
6 ვინაიდან უგუნური უგუნურებას ილაპარაკებს
და მისი გული სიავეს განიზრახავს,+
რათა ღმერთს განუდგეს და სიტყვით შეურაცხყოს იეჰოვა,
რათა უჭმელი დატოვოს მშიერი
და არ დაალევინოს მწყურვალს.
7 უსინდისო ბოროტ ხერხებს მიმართავს;+
სხვებს სამარცხვინო საქციელისკენ უბიძგებს,
რათა სიცრუით დაღუპოს საწყალი,+
თუნდაც სიმართლეს ამბობდეს ღარიბი.
8 ხელგაშლილი ხელგაშლილობას იზრახავს
და მუდამ ხელგაშლილი იქნება.
9 „ადექით, თავმომწონე ქალებო, და უსმინეთ ჩემს ხმას!
უდარდელო ასულებო,+ ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს!
10 წელიწადზე ცოტა მეტ ხანში შეძრწუნდებიან უდარდელები,
რადგან დასრულდება რთველი, ნაყოფი კი ვერ შეგროვდება.+
11 აკანკალდით, თავმომწონე ქალებო!
შეძრწუნდით, უდარდელებო!
შემოიძარცვეთ ტანისამოსი
და ჯვალო შემოიხვიეთ თეძოებზე!+
12 მწუხარებისგან მკერდში იცემდეთ ხელს
სასურველი მინდვრებისა და ნაყოფიერი ვაზის გამო!
სამუდამოდ გაუკაცრიელდა ოფელი+ და საგუშაგო კოშკი,
გარეული ვირების საკუნტრუშოდ
და ფარების საიალაღოდ იქცა.+
15 ასე იქნება, სანამ მაღლიდან არ გადმოვა ჩვენზე სული,+
უდაბნო ხილნარად არ იქცევა,
ხილნარი კი ტყესავით არ იქნება.+
17 მშვიდობას მოიტანს ჭეშმარიტი სიმართლე,+
მუდმივი სიმშვიდე და უსაფრთხოება იქნება ჭეშმარიტი სიმართლის ნაყოფი.+
18 ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში,
უსაფრთხო სამკვიდრებელში და წყნარ მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს.+
19 სეტყვა მოასწორებს ტყეს
და მიწასთან გასწორდება ქალაქი.