ფსალმუნები
დავითის ფსალმუნი. მასქილი*.
32 ბედნიერია ის, ვისაც ეპატია დანაშაული და მიეტევა ცოდვა.+
3 როცა ვდუმდი, გამუდმებით ვოხრავდი და გამიცვდა ძვლები.+
4 დღედაღამ მძიმე ტვირთად მაწვა შენი წყრომა.+
ისე დაიშრიტა ჩემი ძალა, როგორც წყალი ზაფხულის ხვატში. (სელა)
ვთქვი, ვაღიარებ-მეთქი ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე,+
შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული.+ (სელა)
წარღვნის წყალიც ვერ მისწვდება მას.
მხიარული ყიჟინით შემომეხვევა ხალხი, რადგან დამიხსნი!+ (სელა)
8 „გამჭრიახობას მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო;+
თვალს დავიჭერ შენზე და დაგარიგებ.+
9 ცხენივით და ჯორივით გაუგებარი ნუ იქნები,+
რომელიც ახლოს არ უნდა მოუშვა,
სანამ მის სიშმაგეს აღვირითა და ლაგმით არ შეაკავებ“.
11 იეჰოვათი გაიხარეთ და იმხიარულეთ, მართლებო!
სიხარულით იყიჟინეთ, გულმართალნო!