ფსალმუნები
დავითის ფსალმუნი. საგალობელი.
101 შენს ურყევ სიყვარულსა* და სამართალზე ვიმღერებ.
შენ გიგალობებ, იეჰოვა!
2 ბრძნულად მოვიქცევი და სიმართლით ვივლი.
როდის მომხედავ?
უმწიკვლოდ*+ ვივლი ჩემს სახლში.
ახლოს არ გავეკარები მათ.
4 შორს არის ჩემგან მზაკვარი გულის კაცი;
ცუდში არაფერში გავერევი.
5 დავადუმებ*+ მას, ვინც ფარულად ცილს სწამებს მოძმეს.
არ შევიწყნარებ ამპარტავანი თვალებისა და ქედმაღალი გულის პატრონს.
6 წყალობის თვალით შევხედავ დედამიწაზე მცხოვრებ ერთგულებს,
რათა ჩემთან ერთად იცხოვრონ.
უმწიკვლოდ* მავალი იქნება ჩემი მსახური.
7 მზაკვარი ვერ იცხოვრებს ჩემს სახლში,
მატყუარა ვერ წარდგება ჩემ წინაშე.