მიქა
2 «ვაი მათ, ვინც ავს იზრახავს
და ბოროტების ჩადენას გეგმავს საწოლში!
გამთენიისას ახორციელებენ ჩანაფიქრს,
რადგან შესწევთ საამისო ძალა.+
2 მოუნდებათ მინდვრები და იტაცებენ;+
მოუნდებათ სახლები და ისაკუთრებენ;
კაცს მოტყუებით ართმევენ სახლს,+
ართმევენ კაცს მემკვიდრეობას!
3 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა:
ვეღარ ივლით ამპარტავნულად,+ რადგან უბედურება გეწევათ.+
იტყვიან, განადგურებულნი ვართ,+
ჩვენი ხალხის წილს სხვას აძლევს, როგორ წაგვართვაო!+
ჩვენს მინდვრებს ორგულთ აძლევსო!
5 ამიტომ არ გეყოლებათ მიწის გამზომავი,
იეჰოვას ხალხში მიწები რომ დაანაწილოს.
6 ისინი ამბობენ, შეწყვიტეთ წინასწარმეტყველებაო,
ისინი ამას არ უნდა წინასწარმეტყველებდნენო;
არ დავმცირდებითო.
7 იაკობის შთამომავლებო, ჩემზე ამბობენ,
განა იეჰოვა სულმოკლე გახდაო?!
განა ის ასე მოქმედებსო?!
ჩემს სიტყვებს სიკეთე მხოლოდ მათთვის მოაქვს,
ვინც სიმართლით დადის.
8 ბოლო დროს ჩემი ხალხი გადამემტერა.
ართმევთ ტანსაცმელს და საუცხოო მორთულობას*
ბრძოლიდან დაბრუნებულებივით თამამად მავალთ.
9 ჩემი ხალხიდან ქალებს თავიანთი სანუკვარი სახლებიდან აძევებთ
და მათ შვილებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს კურთხევას.
10 ადექით და წადით, მანდ ვეღარ მოისვენებთ!
11 როცა კაცი ქარს და სიცრუეს დასდევს და იტყუება,
ღვინოზე და სხვა მათრობელ სასმელზე გიწინასწარმეტყველებო,
ის მხოლოდ ხალხის ყურის საამებლად მოლაპარაკე წინასწარმეტყველი იქნება.+
გავაერთიანებ მათ, როგორც ცხვარს ფარეხში,
როგორც ფარას საძოვარზე.+
ხალხის სიმრავლის გამო ახმაურდება მანდაურობა“.+
მეფე წაუძღვებათ
და სათავეში იეჰოვა ეყოლებათ».+