გამოსვლა
15 მაშინ მოსემ და ისრაელებმა იეჰოვას ეს სიმღერა უმღერეს:+
„ვუმღერებ იეჰოვას, დიდად განდიდებულს.+
მან ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.+
2 ჩემი ძლიერება და ძლევამოსილებაა იაჰი*, ის არის ჩემი მხსნელი.+
ის ჩემი ღმერთია, ხოტბას შევასხამ მას;+ ის მამაჩემის ღმერთია,+ განვადიდებ მას.+
3 იეჰოვა ძლიერი მეომარია.+ იეჰოვაა მისი სახელი.+
5 აზვირთებულმა წყალმა დაფარა ისინი; ქვასავით ჩაეშვნენ სიღრმეში.+
8 წყალი აზვირთდა შენი ნესტოების მონაბერით;
გაშეშებული ზვირთები გალავნად ექცა წყალს;
გაქვავდა აზვირთებული წყალი შუაგულ ზღვაში.
9 მტერი ამბობდა, დავედევნები, დავეწევიო!
ნაძარცვს გავანაწილებ და გულს ასე ვიჯერებო!
ვიშიშვლებ მახვილს და დავიმორჩილებო!+
11 რომელი ღმერთი შეგედრება, იეჰოვა?!+
ვინაა შენსავით წმინდა?!+
შიშის მომგვრელო, სიმღერებით უნდა გასხამდნენ ხოტბას, სასწაულთმოქმედო!+
12 მარჯვენა რომ გაიწოდე, მიწამ შთანთქა ისინი.+
მხნეობას დაკარგავენ ქანაანის მკვიდრნი.+
შენი ღონიერი მკლავი გააქვავებს მათ,
სანამ ჩაივლის შენი ხალხი, იეჰოვა,
სანამ ჩაივლის+ შენი შექმნილი ხალხი.+
17 წაიყვან მათ და დაასახლებ შენს მთაზე,+
შენ დასამკვიდრებლად მომზადებულ ადგილზე, იეჰოვა,
შენი ხელით დაფუძნებულ წმინდა ადგილზე, იეჰოვა.
18 იეჰოვა იმეფებს სამუდამოდ, მარადიულად.+
19 ფარაონის მხედრები ცხენებითა და საომარი ეტლებით ზღვაში რომ შევიდნენ,+
დააბრუნა ზღვის წყალი იეჰოვამ თავის ადგილას და თავზე ჩამოექცათ,+
ისრაელებმა კი შუა ზღვაში ხმელეთზე გაიარეს“.+
20 შემდეგ წინასწარმეტყველმა მირიამმა, აარონის დამ, ხელში დაირა აიღო; დანარჩენი ქალებიც, დაირებით ხელში, ცეკვა-ცეკვით გაჰყვნენ მას. 21 მირიამი კაცების ნამღერს სიმღერით მიუგებდა:
„უმღერეთ იეჰოვას, დიდად განდიდებულს,+
მან ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი“.+
22 მოსემ ისრაელები წითელი ზღვიდან შურის უდაბნოსკენ წაიყვანა. სამი დღე იარეს, მაგრამ წყალი არსად შეხვედრიათ. 23 მივიდნენ მარაში*,+ მაგრამ მარას წყალი სიმწარის გამო ვერ დალიეს. ამიტომაც უწოდა მან იმ ადგილს მარა. 24 შესჩიოდა ხალხი მოსეს,+ რა დავლიოთო. 25 მანაც შეღაღადა იეჰოვას.+ იეჰოვამ იგი პატარა ხესთან მიიყვანა; მოსემ ხე წყალში ჩააგდო და გამტკნარდა წყალი.
იქ დაუდგინა ღმერთმა ისრაელებს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა ისინი.+ 26 მან უთხრა მათ: „თუ გულისყურით მოუსმენთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, სწორად მოიქცევით მის თვალში, ყურად იღებთ მის მცნებებს და დაიცავთ მის წესებს,+ არ შეგყრით არცერთ სენს, რომლებიც ეგვიპტელებს შევყარე.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმკურნებელი“.+
27 მივიდნენ ისრაელები ელიმში, სადაც 12 წყარო და 70 პალმის ხე იყო, და წყალთან დაბანაკდნენ.