მათეს სახარება
1 წიგნი იესო ქრისტეს*, დავითისა+ და აბრაამის+ ძის*, წარმოშობის შესახებ:
ისაკს — იაკობი,+
იაკობს — იუდა+ და მისი ძმები.
3 იუდას თამარისგან შეეძინა ფერეცი და ზერახი,+
ფერეცს შეეძინა ხეცრონი,+
ხეცრონს — რამი,+
4 რამს — ამინადაბი,
ამინადაბს — ნახშონი,+
ნახშონს — სალმონი,
5 სალმონს რახაბისგან+ შეეძინა ბოაზი,
ბოაზს რუთისგან+ შეეძინა ობედი,
ობედს შეეძინა იესე,+
იეჰოშაფატს — იეჰორამი,+
იეჰორამს — უზია,
იოთამს — ახაზი,+
ახაზს — ხიზკია,+
მენაშეს — ამონი,+
ამონს — იოშია.+
11 იოშიას+ შეეძინა იექონია+ და მისი ძმები ბაბილონში გადასახლებამდე.+
12 ბაბილონში გადასახლების შემდეგ იექონიას შეეძინა შეალთიელი,
შეალთიელს — ზერუბაბელი,+
13 ზერუბაბელს — აბიუდი,
აბიუდს — ელიაკიმი,
ელიაკიმს — აზორი,
14 აზორს — ცადოკი,
ცადოკს — აქიმი,
აქიმს — ელიუდი,
15 ელიუდს — ელეაზარი,
ელეაზარს — მათანი,
მათანს — იაკობი.
16 იაკობს შეეძინა იოსები, ქმარი მარიამისა, რომელმაც გააჩინა იესო,+ ქრისტედ წოდებული.+
17 ამრიგად, აბრაამიდან დავითამდე 14 თაობა იყო, დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდეც — 14 თაობა და ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდეც — 14 თაობა.
18 აი იესო ქრისტეს შობის ამბავი: დედამისი მარიამი იოსებზე იყო დანიშნული. ჯერ არ იყვნენ შეუღლებულნი, როცა აღმოჩნდა, რომ ის წმინდა სულისგან*+ იყო ორსულად. 19 მისი ქმარი იოსები მართალი კაცი იყო და არ მოისურვა მისი საქვეყნოდ შერცხვენა, ამიტომ განიზრახა, ფარულად გაყროდა მას.+ 20 ეს რომ გადაწყვიტა, იეჰოვას* ანგელოზი ეჩვენა სიზმარში და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის, სახლში მიყვანის, რადგან ის, ვინც მას ჩაესახა, წმინდა სულისგანაა.+ 21 ვაჟს გააჩენს და მას იესო*+ უნდა დაარქვა, რადგან ის იხსნის თავის ხალხს ცოდვებისგან“.+ 22 ყოველივე ეს ნამდვილად მოხდა და ამგვარად შესრულდა წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას* ნათქვამი: 23 „აი, დაორსულდება ქალწული, გააჩენს ვაჟს და დაარქმევენ მას ემანუელს“,+ რაც ასე ითარგმნება: „ჩვენთანაა ღმერთი“.+
24 გაიღვიძა იოსებმა და ისე მოიქცა, როგორც იეჰოვას* ანგელოზმა დაარიგა; მოიყვანა ცოლად მარიამი, 25 თუმცა სანამ ვაჟი არ გააჩინა,+ არ დაწოლილა მასთან. იოსებმა მას იესო დაარქვა.+