იონა
4 არ მოეწონა ეს იონას და ძალიან გაბრაზდა. 2 ლოცვით მიმართა იეჰოვას: „იეჰოვა, ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ვიყავი?! ამიტომაც გავიქეცი თარშიშში;+ ვიცოდი, რომ თანამგრძნობი, გულმოწყალე და სულგრძელი* ღმერთი ხარ და ურყევია შენი სიყვარული*;+ არ გსურს უბედურების მოხდენა. 3 ახლა კი, გთხოვ, იეჰოვა, ნუღარ მაცოცხლებ, რადგან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“.+
4 იეჰოვამ ჰკითხა: „მერე, უნდა გაბრაზებულიყავი?!“
5 გამოვიდა იონა ქალაქიდან და ქალაქის აღმოსავლეთით დაჯდა. გაიკეთა საჩრდილობელი და მის ჩრდილქვეშ ჩამოჯდა, რათა დაენახა, რა დაემართებოდა ქალაქს.+ 6 აღმოაცენა იეჰოვა ღმერთმა აყირო* საჩრდილობლად, რომ გადაფარებოდა იონას და შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. ძალიან გაუხარდა იონას აყიროს ამოსვლა.
7 მეორე დღეს, გამთენიისას, ღმერთმა ჭია გაუჩინა აყიროს. გამოჭამა ჭიამ აყირო და ისიც გახმა. 8 როგორც კი მზემ გამოანათა, ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი ამოაგდო. მზემ ისე დააჭირა, რომ იონას ლამის გული წაუვიდა. კვლავაც სიკვდილს ნატრობდა და ამბობდა, სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო.+
9 ღმერთმა იონას ჰკითხა: „აყიროს გამო უნდა გაბრაზებულიყავი?!“+
მან მიუგო: „ჰო, თანაც ისე ვარ გაბრაზებული, რომ სიკვდილს ვნატრობ“. 10 იეჰოვამ კი უთხრა: „შენ აყირო დაგენანა, რომელიც არც დაგირგავს, არც გაგიზრდია და რომელიც ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გახმა, 11 და მე ნინევე, ამხელა ქალაქი,+ არ უნდა დამნანებოდა, სადაც 120 000-ზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომელთაც ავი და კარგი* ვერ გაურჩევიათ, და სადაც უამრავი ცხოველია?!“+