მიქა
6 ყური დაუგდე, რას ამბობს იეჰოვა!
ადექი და წარადგინე სასამართლო საქმე მთების წინაშე.
დაე ისმინონ შენი ხმა გორებმა!+
2 ისმინეთ იეჰოვას სასამართლო საქმე, მთებო,
დედამიწის მტკიცე საფუძვლებო!+
იეჰოვა უჩივის თავის ხალხს;
იდავებს იგი ისრაელთან:+
3 „ჩემო ხალხო, ისეთი რა გაგიკეთეთ?!
რით დაგღალეთ?!+
გამეცით პასუხი!
5 ჩემო ხალხო, გაიხსენეთ, რა ჰქონდა განზრახული მოაბის მეფე ბალაკს,+
რა უპასუხა მას ბალაამმა, ბეორის ძემ,+
რათა იცოდეთ, რომ იეჰოვა სამართლიანად მოქმედებს“.
6 რით წარვდგე იეჰოვას წინაშე?
რით ვცე თაყვანი მაღალ ღმერთს?
წარვდგე მის წინაშე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლით,
ერთწლიანი ხბოებით?+
გავიღო ჩემი პირველი ძე ჩემი ურჩობის გამოსასყიდად,
ჩემი მუცლის ნაყოფი — ჩემი ცოდვის გამოსასყიდად?!+
8 მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი.
რას ითხოვს იეჰოვა შენგან?
9 იეჰოვა უხმობს ქალაქს;
ბრძენთ შეეშინდებათ შენი სახელის.
ყური დაუგდეთ კვერთხს და მას, ვინც ის დანიშნა.+
10 არის კიდევ ბოროტის სახლში ბოროტების საგანძური
და საძულველი, დაპატარავებული ეფის საწყაო?
12 იქ მცხოვრები მდიდრები დღემუდამ ძალადობენ;
მისი მკვიდრნი სიცრუეს ლაპარაკობენ,+
მზაკვარი ენები აქვთ.+
რასაც გადაინახავ, არ შეგრჩება,
რასაც წაიღებ, მტერს ჩავუგდებ ხელში.
15 თესლს დათესავ, მაგრამ ვერ მოიმკი;
ზეთისხილს დაწურავ, მაგრამ ზეთს ვერ მოიხმარ;
ღვინოს დააყენებ, მაგრამ ვერ დალევ,+
16 რადგან ომრის წესებს იცავ და ახაბის სახლეულობის გზით დადიხარ.+
შენც მათ რჩევებს მიჰყვები.
ამიტომ შენ შემხედვარეთ თავზარი დაეცემათ