იობი
ვინც მას იცნობს, რატომ ვერ ხვდება, რომ ეს დღე დადგება?!
უდაბნოში ეძებენ საჭმელს თავიანთი შვილებისთვის.
8 მთების თქეშით ილუმპებიან,
მიუსაფარნი კლდეებს ეკვრიან.
10 აიძულებენ, რომ შიშვლებმა იარონ, უტანსაცმლოდ,
და მშივრებმა ძნები ატარონ.
12 ქალაქში მომაკვდავნი კვნესიან
და დაჭრილნი შველას ითხოვენ,+
მაგრამ ღმერთი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს*.
და სახეს იფარავს.
16 ღამით სახლებში იჭრებიან,
დღისით კი გარეთ არ გამოდიან;
სინათლეს არ ენახვებიან.+
17 მათთვის დილა უკუნეთივითაა
და უჩვეულო არაა საშინელება, რაც ღამით ხდება,
18 მაგრამ წყალი წალეკავს მათ.
მათი მიწა დაიწყევლება;+
ვეღარასოდეს დაბრუნდებიან თავიანთ ვენახებში.
20 დედა დაივიწყებს მათ და მატლი დაეხვევათ,
აღარავინ გაიხსენებს მათ.+
უმართლოები ხესავით გადატყდებიან.
21 უშვილო ქალები მიზანში ჰყავთ ამოღებული
და ცუდად ეპყრობიან ქვრივებს.
22 ძლევამოსილი ღმერთი ბოლოს მოუღებს ძლიერთ;
რომც წამოიმართონ, სიცოცხლის იმედი მაინც არ ექნებათ.
მაგრამ მის თვალს მათი ნამოქმედარი არ ეპარება.+
24 ცოტა ხნით აღზევდებიან, მერე კი განადგურდებიან;+
დამცირდებიან+ და დანარჩენებივით შეგროვდებიან;
თავთავებივით მოიკვეთებიან.
25 ახლა ვინღა გამამტყუნებს?!
ან ვინ დამიპირისპირდება?!“