იობი
16 იობმა მიუგო:
2 „მაგისთანები ბევრი მსმენია.
ყველანი ვაი-ნუგეშისმცემლები ხართ!+
3 როდის მორჩები მაგ ფუჭ ლაპარაკს?!
რა დაგემართა, ასე რომ მპასუხობ?!
4 განა მე ვერ ვილაპარაკებდი თქვენნაირად?!
თქვენ ადგილას რომ ვყოფილიყავი,
განა მე ვერ ვილაპარაკებდი დამაჯერებლად
და ვერ დავიწყებდი თავის ქნევას?!+
8 მან შემიპყრო და ყველა ხედავს ამას;
ჩემი სიგამხდრე ჩემ წინააღმდეგ მოწმობს.
9 მისი რისხვა მფლეთს; მტრად მექცა იგი.+
კბილებს მიღრჭიალებს.
თვალებით მჭამს ჩემი მტერი.+
12 უზრუნველად ვიყავი, მაგრამ ნაფლეთებად მაქცია,+
კისერში ჩამავლო ხელი და შემმუსრა;
თავის სამიზნედ მაქცია.
13 მისი მშვილდოსნები გარს შემომერტყნენ.+
მან დამიფლითა თირკმელები+ და არ ვეცოდები;
მიწაზე დამიცალა ნაღვლის ბუშტი.
14 კედელივით ნაწილ-ნაწილ მანგრევს
და მეომარივით მესხმის თავს.
16 ტირილისგან სახე გამიწითლდა+
და თვალები ჩამიშავდა,
17 თუმცა ძალადობა არ ჩამიდენია
და ჩემი ლოცვაც წრფელია.
18 მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს+
და ნუ შეწყდება ჩემი მოთქმა!
19 ზეცაშია ჩემი მოწმე;
მაღლაა ის, ვინც ჩემ სასარგებლოდ დაამოწმებს.