იობი
2 „განა ბრძენი უსაფუძვლო მტკიცებულებებს მოიყვანს
და მუცელს აღმოსავლეთის ქარით აივსებს?!
3 უსარგებლოა ცარიელი სიტყვებით მხილება
და ფუჭია უაზრო ლაპარაკი.
4 შენ უკარგავ ხალხს ღვთისადმი შიშს
და ღმერთს აშორებ.
5 შენი დანაშაული გალაპარაკებს,
მზაკვრულ ლაპარაკს ამჯობინებ.
7 რა, ყველაზე ადრე შენ დაიბადე?!
მთების გაჩენამდე დაიბადე?!
8 ღვთის საიდუმლო საუბრებს ისმენ?!
თუ მხოლოდ შენ ხარ ბრძენი?!
9 ისეთი რა იცი, რაც ჩვენ არ ვიცით?!+
რაც შენ გესმის, გგონია, ჩვენ არ გვესმის?!
11 არ გკმარა ღვთისგან ნუგეშისცემა
ან რბილად ნათქვამი სიტყვები?!
12 რას გადიდგულებულხარ
და რას აბრიალებ თვალებს?!
13 რატომ ურისხდები ღმერთს
და როგორ ამოგდის პირიდან ეგ სიტყვები?!
17 მე აგიხსნი და მომისმინე!
მოგიყვები ჩემი თვალით ნანახს,
18 ბრძენთა ნაამბობს, რაც თავიანთი მამებისგან სმენიათ+
და რაც მათ არ დაუმალავთ.
19 მიწა მხოლოდ მათ მიეცათ
და მათ შორის უცხოს არ გაუვლია.
20 იტანჯება ბოროტი მთელი თავისი დღე და მოსწრება,
მთელი ის წლები, სასტიკი კაცის სატანჯველად რომაა დადგენილი.
23 ლუკმაპურის საშოვნელად დაეხეტება, მაგრამ სად არის ლუკმაპური?!
კარგად იცის, რომ მალე შავი დღე დაადგება.
24 გასაჭირი და ტანჯვა აშფოთებს მას,
საომრად გასული მეფესავით ესხმიან თავს და სჯაბნიან,
25 რადგან ღვთის წინააღმდეგ შლის ხელს
და ყოვლისშემძლის დაჯაბნას ცდილობს.
26 უტიფრად ილაშქრებს მის წინააღმდეგ
თავისი სქელი და მყარი ფარით.
27 სახე ქონით აქვს დაფარული
და ფერდებიც ქონით აქვს სავსე.
28 გასაპარტახებლად განწირულ ქალაქებში ცხოვრობს,
სახლებში, რომლებშიც არავინ იცხოვრებს
და რომლებიც ქვების გროვად იქცევა.
29 ვერც გამდიდრდება, ვერც დოვლათს დააგროვებს,
და ვერც თავისი ქონებით აავსებს ქვეყანას.
31 გზიდან ნუ გადავა და არარაობის იმედი ნუ ექნება,
რადგან სანაცვლოდ მხოლოდ არარაობას მიიღებს.
32 ეს ძალიან მალე მოხდება,
მისი ტოტები აღარასოდეს გაიზრდება;+
33 იმ ვაზივით იქნება, მკვახე ყურძენი რომ სცვივა,
და იმ ზეთისხილივით, ყვავილებს რომ არ იჩერებს.
და ცეცხლი შთანთქავს მექრთამეთა კარვებს.
35 ბოროტება ჩასახვიათ და სიავეს შობენ,
მუცელი მზაკვრობით აქვთ სავსე“.