ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. დავითის ფსალმუნი.
69 მიხსენი, ღმერთო, რადგან ლამის დამახრჩოს წყალმა.+
2 ჭაობში ჩავეფალი და ვერსად მოვიკიდე ფეხი.+
ღრმა წყალში შევედი და სწრაფმა დინებამ წამიღო.+
3 დავიქანცე ყვირილით,+ ხმა ჩამეხლიჩა;
თვალები ამომიღამდა ჩემი ღვთის მოლოდინში.+
მომრავლდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი,
მუხანათი მტრები.
ის წამართვეს, რაც არ მომიპარავს.
5 ღმერთო, შენ იცი, რაოდენ უგუნური ვარ,
და ჩემი დანაშაული არაა დაფარული შენგან.
6 ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი,
უზენაესო უფალო, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!
ნუ დამცირდებიან შენი მაძიებელნი ჩემ გამო,
ისრაელის ღმერთო!
10 როცა თავი დავიმდაბლე და ვმარხულობდი,
ამის გამო დამძრახეს;
11 როცა ჯვალოს სამოსით შევიმოსე,
აბუჩად ამიგდეს.
12 კარიბჭეებთან მსხდომთა სალაპარაკო გავხდი,
ლოთების სასიმღეროდ ვიქეცი.
14 ამომიყვანე ჭაობიდან,
შიგ რომ არ ჩავეფლო.
მიხსენი ჩემს მოძულეთაგან
და ამომიყვანე ღრმა წყლიდან.+
16 მიპასუხე, იეჰოვა, რადგან უნაკლო* და ურყევია შენი სიყვარული*.+
სწრაფად მიპასუხე, რადგან გასაჭირი მადგას.+
18 მომიახლოვდი და მომეშველე;
მიხსენი ჩემი მტრებისგან.
19 შენ უწყი ჩემი შეურაცხყოფა, სირცხვილი და დამცირება.+
შენ ხედავ ყველა ჩემს მტერს.
20 შეურაცხყოფამ გული გამიტეხა, მოუშუშებელია ჩემი იარა.
თანაგრძნობას ველოდი, მაგრამ არავინ აღმოჩნდა თანამგრძნობი,+
ნუგეშს ველოდი, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ნუგეშისმცემელი.+
23 თვალთ დაუბნელდეთ, რომ ვეღარ ხედავდნენ;
ფეხები აუკანკალე.
26 რადგან მას დევნიან, ვისაც შენ დაჰკარი,
გამუდმებით ლაპარაკობენ მათზე, ვისაც შენ მიაყენე ჭრილობა.
27 ყველა დანაშაულისთვის მოჰკითხე პასუხი
და მართლებად ნუ ჩათვლი მათ.
29 დათრგუნული და ტკივილებით დატანჯული ვარ,+
შენი ძალით დამიფარე და დამიცავი, ღმერთო!
30 ვუგალობებ ღვთის სახელს
და სამადლობელი სიტყვებით განვადიდებ მას.
32 დაინახავენ ამას თვინიერები და გაიხარებენ.
ღვთის მაძიებელნო, გამოგიცოცხლდეთ გული!