ესაია
41 „დადუმდით და მომისმინეთ, კუნძულებო!
ძალ-ღონე მოიკრიბონ ერებმა.
მომიახლოვდნენ და მაშინ ილაპარაკონ;+
შევიკრიბოთ სამსჯავროზე.
2 ვინ მოუხმო მას მზის ამოსავლიდან?+
ვინ მოიხმო მან თავის ფერხთით სამართლის აღსასრულებლად,
რომ მისთვის გადაეცა ხალხები
და დაემორჩილებინა მეფეები?+
ვინ გააცამტვერა ისინი თავისი მახვილის წინაშე,
ვინ დაამსგავსა ისინი ქარწაღებულ ბზეს თავისი მშვილდის წინაშე?
3 ის სდევნის მათ, დაუბრკოლებლივ გადის გზებს, რომლებზეც აქამდე ფეხი არ დაუდგამს.
4 ვინ მოიმოქმედა და ვინ აღასრულა ეს?
ვინ მოუხმო თაობებს დასაწყისიდან?
5 კუნძულებმა დაინახეს და შეშინდნენ,
შიშისგან აკანკალდნენ დედამიწის კიდეები;
იკრიბებიან და გამოდიან.
6 თითოეული თავის მეგობარს ეხმარება
და თავის ძმას ეუბნება, გამაგრდიო.
ის შედუღებულზე ამბობს, კარგიაო.
ბოლოს ლურსმნებით ამაგრებენ მას, რომ მყარად იდგეს.
8 „შენ კი, ისრაელო, ჩემი მსახური ხარ,+
იაკობ, ჩემო ამორჩეულო,+
ჩემი მეგობრის, აბრაამის, შთამომავალო,+
9 დედამიწის კიდეებიდან რომ წამოგიყვანე+
და მისი შორეული მხარეებიდან მოგიხმე.
10 ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ!+
ნუ შეშფოთდები, რადგან შენი ღმერთი ვარ!+
მე გაგამაგრებ, მე დაგეხმარები,+
ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ!
11 აი, შერცხვება და დამცირდება ყველა, ვინც შენზეა განრისხებული;+
არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან შენთან მებრძოლნი.+
12 ძებნას დაუწყებ მათ, ვინც გებრძვიან, მაგრამ ვეღარ იპოვი,
აღარ იარსებებენ და არარაობად იქცევიან ისინი, ვინც გმტრობენ,+
13 რადგან მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა
და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!+
ისრაელის ხალხო, მე დაგეხმარები, — ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა. —
ახალ კევრად, ორლესული კბილებით.
შენ გალეწავ და შემუსრავ მთებს,
ბზედ აქცევ გორებს.
17 წყალს ეძებენ ღარიბები და საწყლები, მაგრამ არსად არის,
ენა გაუშრათ წყურვილისგან.+
მე, იეჰოვა, ვუპასუხებ მათ,+
მე, ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ მათ.+
ლერწმიან ტბორად ვაქცევ უდაბნოს,
წყაროებად — უწყლო მიწას.+
ხრიოკზე დავრგავ ღვიას
და მასთან ერთად იფანსა და კვიპაროსს,+
20 რათა ყველამ იხილოს და გაიგოს,
დაუკვირდეს და ჩასწვდეს,
რომ იეჰოვას ხელმა გააკეთა ეს,
ისრაელის წმინდამ მოიმოქმედა.+
21 წარმოადგინეთ თქვენი საქმე, — ამბობს იეჰოვა. —
წარმოადგინეთ თქვენი მტკიცებულებები, — ამბობს იაკობის მეფე. —
22 წარმოადგინეთ და გვითხარით ის, რაც უნდა მოხდეს.
მოგვიყევით, რა მოხდა უწინ,
რომ ჩავუკვირდეთ და გავიგოთ მათი დასასრული,
ან იქნებ გვაუწყოთ მოსახდენი.+
ან კარგი გააკეთეთ, ან ცუდი,
რომ გაგვაოგნოს ნანახმა.+
საძაგელია, ვინც თქვენ აგირჩიათ.+
თიხასავით გათელავს მმართველებს,+
როგორც მეთუნე ზელს სველ თიხას.
ნამდვილად არავის უთქვამს,
არავის გაუცხადებია!
თქვენგან არავის არაფერი სმენია!+
27 მე ვიყავი პირველი, ვინც სიონს უთხრა, აი ისინი-მეთქი.+
იერუსალიმს გავუგზავნი მახარობელს.+
28 ვიყურებოდი და არავინ ჩანდა,
არავინ იყო მათ შორის რჩევის მომცემი,
მე კი პასუხს ვითხოვდი.
29 აი, ყოველი მათგანი არარსებულია.
არარაობაა მათი საქმეები.
ქარი და არარაობაა მათი ჩამოსხმული ქანდაკებები“.+