ეზეკიელი
29 მე-10 წელს, მე-10 თვის მე-12 დღეს, იეჰოვას სიტყვა მეუწყა: 2 «კაცის ძეო, შეტრიალდი ფარაონისკენ, ეგვიპტის მეფისკენ, და იწინასწარმეტყველე მის და მთელი ეგვიპტის საუბედუროდ.+ 3 თქვი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა:
„შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, ფარაონო, ეგვიპტის მეფეო,+
ნილოსის წყლებში გაწოლილო ზღვის დიდო ურჩხულო,+
რომ ამბობ, ნილოსი ჩემია, მე შევქმენიო.+
4 კავებს გამოგდებ ყბებში და შენი ნილოსის თევზებს ქერცლზე მოგაკრავ;
ამოგიყვან შენი ნილოსიდან ქერცლზე მოკრულ ნილოსის თევზებთან ერთად.
5 უდაბნოში დაგყრით შენც და შენი ნილოსის თევზებსაც.
ტრიალ მინდორში ეგდები; არ აგკრეფენ და არ შეგაგროვებენ.+
მიწის მხეცებისა და ცის ფრინველების ლუკმად გაქცევ.+
7 როცა ხელს გავლებდნენ, იმუსრებოდი
და მხარს უგლეჯდი მათ.
როცა გეყრდნობოდნენ, ტყდებოდი
და ფეხები უკანკალებდათ“.+
8 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოგივლენ მახვილს და მუსრს გავავლებ+ ხალხსაც და პირუტყვსაც. 9 გაპარტახდება და განადგურდება ეგვიპტის მიწა;+ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, ვინაიდან ამბობდი, მდინარე ნილოსი ჩემია, მე შევქმენიო.+ 10 გამოვდივარ შენ და შენი ნილოსის წინააღმდეგ; გამოვფიტავ, გავანადგურებ და გავაპარტახებ ეგვიპტის მიწას+ მიგდოლიდან+ სიენემდე+ და ეთიოპიის საზღვრამდე. 11 იქ აღარც კაცი გაივლის და აღარც პირუტყვი;+ 40 წელი დაუსახლებელი იქნება. 12 ეგვიპტის მიწას ყველაზე მეტად გავაპარტახებ; მისი ქალაქები 40 წელი იქნება გაუდაბურებული.+ მიმოვფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში, გავფანტავ სხვადასხვა მიწაზე“.+
13 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „40 წლის შემდეგ გამოვკრებ ეგვიპტელებს იმ ხალხთაგან, რომელთა შორისაც იქნებიან მიმოფანტულნი,+ 14 დავაბრუნებ ეგვიპტელ ტყვეებს ფათროსის მიწაზე,+ თავიანთ სამშობლოში, თუმცა მათი სამეფო აღარ იქნება დიდებული. 15 სამეფოებს შორის ეგვიპტე ყველაზე მეტად დამდაბლდება და სხვა ხალხებზე ვეღარ იბატონებს;+ ისე დავაცოტავებ მათ, რომ სხვა ხალხებს ვეღარ დაიმორჩილებენ.+ 16 ისრაელები აღარასოდეს დაამყარებენ მასზე იმედს;+ ისინი ინანებენ, დანაშაულს რომ სჩადიოდნენ და დახმარებისთვის ეგვიპტეს მიმართავდნენ. გაიგებენ, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“».
17 27–ე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, იეჰოვას სიტყვა მეუწყა: 18 «კაცის ძეო, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ მძიმე საქმე დააკისრა თავის ჯარს ტვიროსის საუბედუროდ;+ ყველას გაუმელოტდა თავი და ყველას გადაეყვლიფა მხარი, მაგრამ არც მას და არც მის ჯარს გასამრჯელო არ მიუღია იმ საქმისთვის, რომელიც მან ტვიროსის საუბედუროდ შეასრულა.
19 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს მივცემ ეგვიპტის მიწას;+ ხელში ჩაიგდებს მის დიდძალ სიმდიდრესა და აურაცხელ ნადავლს; ეს იქნება მისი ჯარის გასამრჯელო.
20 გასამრჯელოდ იმ საქმისთვის, რომელიც მან ტვიროსის საუბედუროდ შეასრულა, ეგვიპტის მიწას მივცემ, რადგან, რაც გააკეთეს, ჩემთვის გააკეთეს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
21 იმ დღეს ისრაელებს შორის აღმოვაცენებ რქას*+ და აგამეტყველებ მათ შორის; მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».