მეორე წერილი კორინთელების მიმართ
3 ნუთუ კვლავ უნდა წარგიდგინოთ ჩვენი თავი?! თუ ზოგიერთივით საშუამავლო წერილები გვჭირდება თქვენთვის ან თქვენგან?! 2 თქვენ თვითონ ხართ ჩვენი წერილი,+ ჩვენს გულისფიცარზე დაწერილი, რომელიც ყველამ იცის და რომელსაც ყველა კითხულობს. 3 აშკარაა, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, ღვთის მსახურთა მიერ დაწერილი,+ არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფილებზე დაწერილი,+ არამედ ხორციელ ფილებზე — გულისფიცარზე.+
4 ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით დაგვარწმუნა ამაში. 5 იმას არ ვამბობ, რომ, თუკი მსახურებისთვის გამოსადეგნი ვართ, ჩვენით ვართ, არამედ ღმერთი გვხდის გამოსადეგს;+ 6 მან ახალი შეთანხმების მსახურებისთვის გაგვხადა გამოსადეგი,+ არა დაწერილი კანონის მსახურებისთვის,+ არამედ სულის მსახურებისთვის, რადგან დაწერილი კანონი სასიკვდილო მსჯავრს სდებს კაცს,+ სული კი აცოცხლებს.+
7 თუკი ქვებზე ამოტვიფრული კანონი,+ რომელსაც სასიკვდილო მსჯავრი გამოაქვს, ისეთი დიდებით გაცხადდა, რომ ისრაელები ვეღარ უყურებდნენ დიდებით გაბრწყინებულ მოსეს სახეს,+ თუმცა ეს დიდება წარმავალი იყო, 8 რამდენად უფრო დიდებულია+ სულის მსახურება!+ 9 თუ კანონი, რომელსაც მსჯავრი გამოაქვს,+ დიდებული იყო,+ ის, რაც გამართლებას ემსახურება, ხომ ბევრად დიდებულია!+ 10 მას, რაც ერთ დროს დიდებული იყო, წაერთვა დიდება მასზე აღმატებული დიდების გამო.+ 11 მაშ, თუკი ის, რაც უნდა გაუქმებულიყო, ასეთი დიდებით გაცხადდა,+ რამდენად უფრო დიდებულია ის, რაც რჩება!+
12 რაკი ასეთი იმედი გვაქვს,+ დიდი სითამამით ვლაპარაკობთ, 13 და ისე არ ვიქცევით, როგორც მოსე, რომელიც სახეზე რიდეს იფარებდა,+ რათა ისრაელებს არ ეხილათ იმის დასასრული, რაც უნდა გაუქმებულიყო, 14 რადგან მათ გონება დაუჩლუნგდათ.+ დღემდე, როცა ძველი შეთანხმება იკითხება,+ ეს რიდე კვლავ გონებაზე აქვთ ჩამოფარებული, ვინაიდან ის მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით უქმდება,+ 15 და დღემდე, როცა მოსეს წიგნებს კითხულობენ,+ მათ რიდე გულზეც აქვთ ჩამოფარებული,+ 16 მაგრამ, როცა იეჰოვას* უბრუნდებიან, რიდე ეხდებათ.+ 17 იეჰოვა* სულია+ და სადაც იეჰოვას* სულია, იქ თავისუფლებაა.+ 18 ჩვენ ყველანი, რიდეახდილნი, სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას* დიდებას, მისი ანარეკლი ვხდებით და ამგვარად, უფრო მეტად ვირეკლავთ ღვთის დიდებას და ეს ზუსტად იეჰოვას*, სულის*, მოქმედებისამებრ ხდება.+