იერემია
25 იუდას მეფე იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, მეფობის მე-4 წელს და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის პირველ წელს ღვთის სიტყვა ეუწყა იერემიას იუდას ხალხის შესახებ.+ 2 აი, რა წარმოთქვა იერემია წინასწარმეტყველმა იუდასა და იერუსალიმის ყველა მკვიდრზე:
3 «იუდას მეფის, იოშიას, ამონის ძის, მე-13 წლიდან+ დღემდე უკვე 23 წელია, რაც იეჰოვას სიტყვა მეცხადება; დილაადრიან ვდგებოდი და გელაპარაკებოდით, მაგრამ თქვენ არ მისმენდით.+ 4 იეჰოვა გიგზავნიდათ თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს, დილაადრიან დგებოდა და გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ არ ისმენდით, ყურს არ უგდებდით.+ 5 ისინი გეუბნებოდნენ: „მობრუნდით თქვენ-თქვენი ბოროტი გზიდან, ნუღარ ჩაიდენთ ბოროტებას+ და დამკვიდრდებით იმ მიწაზე, რომელიც იეჰოვამ თქვენ და თქვენს მამა-პაპას დიდი ხნის წინათ მოგცათ. 6 არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ, პირქვე არ დაემხოთ მათ წინაშე და არ შეურაცხმყოთ თქვენი ნახელავით, თორემ უბედურებას დაგატეხთ“.
7 „თქვენ კი არ მისმენდით, — ამბობს იეჰოვა, — მეტიც, შეურაცხყოფას მაყენებდით თქვენი ნახელავით თქვენივე საუბედუროდ“.+
8 ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „რადგან არ დამემორჩილეთ, 9 მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს,+ — ამბობს იეჰოვა, — მოვუხმობ ჩემს მსახურს, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს,+ დავრაზმავ მათ ამ მიწის, მის მკვიდრთა და ირგვლივ მცხოვრებ ხალხთა წინააღმდეგ+ და გავანადგურებ მათ; მათ შემხედვარეთ თავზარი დაეცემათ და სტვენას მოჰყვებიან; სამარადისოდ გავაპარტახებ. 10 ჩავახშობ მათში სიხარულისა და მხიარულების ხმას,+ ნეფისა და პატარძლის ხმას,+ ხელსაფქვავის ხმას, და ჩავაქრობ ლამპარს. 11 განადგურდება მთელი ეს მიწა და მისი შემხედვარენი შეძრწუნდებიან; ეს ხალხები 70 წელი ბაბილონის მეფის მსახურები იქნებიან.+
12 ბაბილონის მეფეს და ამ ერს 70 წლის შემდეგ+ მოვთხოვ პასუხს, — ამბობს იეჰოვა, — მათი დანაშაულის გამო,+ და ქალდეველთა მიწას სამარადისოდ გავაუკაცრიელებ.+ 13 შევასრულებ ყველა იმ სიტყვას, რაც ამ მიწის წინააღმდეგ მაქვს ნათქვამი, ყველაფერს, რაც იერემიამ ამ ხალხების წინააღმდეგ იწინასწარმეტყველა და რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. 14 მრავალი ერი და ძლევამოსილი მეფეები+ დაიმონებენ მათ;+ მე მივუზღავ მათ თავიანთი საქმეებისა და ნამოქმედარისამებრ“».+
15 აი, რა მითხრა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „გამომართვი რისხვის ღვინით სავსე სასმისი და დაალევინე ყველა იმ ხალხს, რომელთანაც გგზავნი. 16 დალევენ და იბარბაცებენ; შეშლილებივით მოიქცევიან, რადგან მახვილს მოვუვლენ“.+
17 გამოვართვი სასმისი იეჰოვას და დავალევინე ყველა იმ ხალხს, რომელთანაც იეჰოვამ გამგზავნა.+ 18 ჯერ იერუსალიმს, იუდას ქალაქებს,+ მის მეფეებსა და მთავრებს დავალევინე, რათა განადგურებულიყვნენ; მათ შემხედვარეთ თავზარი დასცემოდათ, სტვენას მოჰყოლოდნენ და წყევლაში ეხსენებინათ ისინი,+ რაც დღესაც ასეა. 19 მერე დავალევინე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, მის მსახურებს, მთავრებსა და ყველა მის ხალხს,+ 20 მთელ ჭრელ ხალხს, უცის მიწის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა+ მიწის ყველა მეფეს — აშკელონის,+ ღაზის, ეკრონის და აშდოდში დარჩენილთა მეფეებს, 21 ედომს,+ მოაბსა+ და ამონელებს,+ 22 ტვიროსის ყველა მეფეს, სიდონის ყველა მეფესა+ და ზღვის კუნძულის მეფეებს, 23 დედანს,+ თემას, ბუზსა და ყველას, ვისაც საფეთქლებთან თმა აქვს შეკრეჭილი,+ 24 არაბთა ყველა მეფესა+ და უდაბნოში მცხოვრები ჭრელი ხალხის ყველა მეფეს, 25 ზიმრის ყველა მეფეს, ელამის+ ყველა მეფესა და მიდიელთა ყველა მეფეს,+ 26 ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ახლოს მცხოვრებს თუ შორს მცხოვრებს, ერთიმეორის მიყოლებით, დედამიწის ზურგზე ყველა სხვა სამეფოს; ბოლოს შეშაქის*+ მეფეც დალევს.
27 «უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დალიეთ, დათვერით, არწყიეთ და ისე დაეცით, რომ ვეღარ ადგეთ+ იმ მახვილის გამო, რომელსაც მოგივლენთ“. 28 თუ არ გამოგართმევენ სასმისს და არ დალევენ, მაშინ უთხარი, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დალევთ! 29 უბედურებას ვატეხ ქალაქს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება,+ და თქვენ როგორღა დარჩებით დაუსჯელნი?!+
ვერ გადაურჩებით სასჯელს, რადგან მახვილს მოვუვლენ დედამიწის ყველა მკვიდრს“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
30 შენ კი უწინასწარმეტყველე მათ ეს ყოველივე და უთხარი:
„ლომივით დაიღრიალებს მაღლიდან იეჰოვა,
თავისი წმინდა სამყოფლიდან დაიგრგვინებს;
დაუღრიალებს თავის სამკვიდროს;
საწნახელში მწნეხელივით შემოსძახებს
გამარჯვების სიმღერას დედამიწის ყველა მკვიდრის გასაგონად“.
31 „დედამიწის კიდეებს მისწვდება ხმაური,
რადგან ედავება იეჰოვა ხალხებს.
ის თავად გამოუტანს განაჩენს ყოველ ხორციელს;+
მახვილით შემუსრავს ბოროტებს“, — ამბობს იეჰოვა.
32 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:
„ერთიმეორის მიყოლებით დაატყდებათ უბედურება ერებს;+
მძვინვარე ქარიშხალი ამოვარდება დედამიწის კიდეებიდან.+
33 იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე ეყრებიან. არ იგლოვებენ მათ, არც შეაგროვებენ და არც დამარხავენ, ნეხვივით ეყრებიან მიწაზე“.
34 იგლოვეთ, მწყემსებო, და იყვირეთ!
იგორავეთ, ფარის წინამძღოლებო;
მოვიდა თქვენი დახოცვისა და დაფანტვის დრო,
ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით!
35 თავშესაფარი აღარა აქვთ მწყემსებს
და გასაქცევი — ფარის წინამძღოლებს.
37 იეჰოვას მრისხანების გამო
გაუკაცრიელდა ყველა ის ადგილი, სადაც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.