იეჰოვას სამართლებრივი დავა ხალხებთან
„ქვეყნის კიდემდე მიაღწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან“ (იერემია 25:31).
1, 2. ა) რა მოხდა იუდეაში მეფე იოშიას სიკვდილის შემდეგ? ბ) ვინ იყო იუდას ბოლო მეფე და როგორ ეწამა თავისი ორგულობის გამო?
იუდეა იმყოფებოდა ძალზე კრიტიკულ პერიოდში. ერთ-ერთმა ერთგულმა მეფემ, იოშიამ დროებით შეაჩერა იეჰოვას მგზნებარე მრისხანება. მაგრამ რა მოხდა იმის შემდეგ, რაც ძველი წელთაღრიცხვით 629 წელს მოკლეს იოშია? მეფეები, რომლებიც მის შემდეგ იყვნენ, არცხვენდნენ იეჰოვას სახელს.
2 როგორც მეოთხე მეფეთას 24:19 აღნიშნავს, იუდას უკანასკნელი მეფე ციდკია, იოშიას მეოთხე ძე, აგრძელებდა ‘უკუღმართ მოქცევას უფლის თვალში, ისევე როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა’. რა იყო შედეგი? ნაბუქოდონოსორმა გაილაშქრა იერუსალიმის წინააღმდეგ, შეიპყრო ციდკია, მისივე თვალწინ გაჟლიტა მისი ძეები, ციდკია დააბრმავა და წაიყვანა ბაბილონში. უფრო მეტიც, ბაბილონელებმა ხელში ჩაიგდეს ჭურჭელი, რომელიც იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობისას გამოიყენებოდა, ხოლო ტაძარი და ქალაქი ცეცხლში გახვეული დატოვეს. ცოცხლად დარჩენილები კი გადაასახლეს ბაბილონში.
3. რომელი პერიოდი დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს იერუსალიმის განადგურებით და რა უნდა მომხდარიყო ამ პერიოდის დასასრულს?
3 ძველი წელთაღრიცხვით 607 წელი აღინიშნებოდა არა მარტო იერუსალიმის საბოლოო განადგურებით, არამედ, აგრეთვე, ‘წარმართთა დროის’ დაწყებითაც, რომელიც მოხსენიებულია ლუკას 21:24-ში. ეს 2 520 წლიანი პერიოდი დამთავრდა ჩვენს საუკუნეში, 1914 წელს. ამ წლიდან იეჰოვასთვის დადგა დრო, რომ თავისი ძის, გამეფებული იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ნაბუქოდონოსორზე გაცილებით დიდია, გამოუტანოს განაჩენი გახრწნილ ქვეყნიერებას და ეს განაჩენი სისრულეში მოიყვანოს. ეს სასამართლო დაიწყება იუდას თანამედროვე ეკვივალენტით, რომელიც ირწმუნება, რომ არის ღმერთისა და იესო ქრისტეს წარმომადგენელი დედამიწაზე.
4. რა კითხვები წამოიჭრება დღეს იერემიას წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით?
4 ვხედავთ თუ არა პარალელს იუდეაში მეფეების ბატონობის უკანასკნელ მშფოთვარე წლებს, მათ მეზობელ ქვეყნებში დატრიალებულ გამანადგურებელ მოვლენებსა და ქრისტიანულ სამყაროში გამეფებულ შფოთს შორის? რასაკვირველია, რომ ვხედავთ! კიდევ რას გვთავაზობს იერემიას წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ დღეს როგორ იმოქმედებდა იეჰოვა? განვიხილოთ.
5, 6. ა) როგორ ჰგავს 1914 წლიდან ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა იუდეას მდგომარეობას, რომელიც განადგურებამდე არსებობდა? ბ) რა ცნობა აუწყა თანამედროვე დროის იერემიამ ქრისტიანულ სამყაროს?
5 დაახლოებით 40 წლით ადრე, ინგლისელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ბერტრან რასელი იძლეოდა ახსნა-განმარტებას: „1914 წლიდან, ყველა, ვინც გაიცნობიერა ქვეყნიერების ტენდენცია, ღრმად არის შეძრწუნებული იმით, რისთვისაც ჩანდა, რომ ქვეყნიერება იყო განწირული და წინასწარ განსაზღვრა უდიდესი კატასტროფისკენ მიმავალი მარში“. გერმანელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ კონრად ადენაუერმა აღნიშნა: „1914 წლიდან კაცობრიობის ცხოვრებაში გაუჩინარდა უსაფრთხოება და სიმშვიდე“.
6 დღევანდელობა, იერემიას დროის მსგავსად, უახლოვდება აღსასრულს, რაც აღინიშნება დიდძალი უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრით, რაც გამოიწვია განსაკუთრებით ამ საუკუნეში მომხდარმა მსოფლიო ომებმა. უმეტესწილად ამ ომებში იბრძოდნენ ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ თაყვანს სცემდნენ ბიბლიის ღმერთს. რაოდენ დიდი თვალთმაქცობაა! არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვამ თავისი მოწმეები გაუგზავნა მათ, რომ აუწყონ იერემიას 25:5, 6-ში ჩაწერილი სიტყვები: „მიატოვეთ თითოეულმა თქვენი ბოროტი გზა და თქვენი ბოროტი საქმეები. . . ნუ მისდევთ უცხო ღმერთებს სამსახურებლად და თაყვანისსაცემად, ნუ გამაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით და მეც არაფერს დაგიშავებთო“.
7. რა მტკიცებები არსებობს, რომ ქრისტიანულმა სამყარომ უარყო იეჰოვას გაფრთხილება?
7 მაგრამ ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებმა არ მიატოვეს თავიანთი საქმეები. ეს დამტკიცდა კორეასა და ვიეტნამში ომის ღმერთისადმი მათ მიერ შემდგომი მსხვერპლის შეწირვით. ისინი აგრძელებენ სიკვდილით მოვაჭრეების დაფინანსებას შეიარაღების წარმოებისთვის. 1980-იან წლებში ქრისტიანული სამყაროს ქვეყნებმა შეიარაღებისთვის ყოველწლიურად თითქმის 1 ტრილიონი დოლარის უმეტესი ნაწილი შეიტანეს. 1951 წლიდან 1991 წლის ჩათვლით მხოლოდ შეერთებულ შტატებში სამხედრო დანახარჯი აღემატებოდა მთელი ამერიკის კორპორაციების შემოსავალს. „ცივი ომის“ დასასრულის შესახებ ხმამაღალი განაცხადის შემდეგ ითქვა, რომ უნდა შეემცირებინათ მოძველებული ბირთვული იარაღები, მაგრამ სასიკვდილო იარაღის გიგანტური არსენალი ისევ არსებობს და კვლავ ვითარდება. ერთ მშვენიერ დღეს ეს იარაღი შეიძლება იქნეს გამოყენებული.
განაჩენი ყველაფრის ნებისდამრთველი ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ
8. როგორ განხორციელდება ქრისტიანულ სამყაროზე იერემიას 25:8, 9-ის სიტყვები?
8 იეჰოვას შემდგომი სიტყვები, რომელიც ჩაწერილია იერემიას 25:8, 9-ში განსაკუთრებით ქრისტიანულ სამყაროს მიეკუთვნება, რომელმაც ვერ შეძლო შეესრულებინა ქრისტიანული სამართლიანობის კანონები: „ამიტომ ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები, აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და [თვით ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს] ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე. გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავს და სამარცხვინო სანახავს გავხდი, სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ“. ამგვარად, დაწყებული ღმერთის ეგრეთწოდებული ხალხიდან — ქრისტიანული სამყაროდან — დიდი ჭირი, მთელ დედამიწას ‘ირგვლივ მყოფ ყველა ხალხს’ მოიცავს.
9. როგორ გაუარესდა ქრისტიანული სამყაროს სულიერი მდგომარეობა?
9 იყო დრო, როდესაც ქრისტიანული სამყარო პატივს სცემდა ბიბლიას, როცა ქორწინება და ოჯახური ცხოვრება მთელ მსოფლიოში ბედნიერების წყაროდ მიაჩნდათ, როცა ადამიანები დგებოდნენ ადრე და კმაყოფილებას ყოველდღიური მუშაობით პოულობდნენ. მრავალს გამაცოცხლებლად მიაჩნდა ღმერთის სიტყვის კითხვა და შესწავლა ლამპრის სინათლეზე. მაგრამ დღეს, სექსუალურმა უზნეობამ, განქორწინებამ, ნარკომანიამ და ლოთობამ, დანაშაულობამ, გაუმაძღრობამ, სამუშაოს მიმართ სიზარმაცემ, ტელევიზიისადმი მიდრეკილებამ და სხვა მანკიერებებმა დაიპყრო ადამიანთა სიცოცხლე და მიაღწია შემაშფოთებელ ეტაპს. ეს არის წინასწარი გატიალება, რომელსაც აპირებს იეჰოვა, რომ თავს დაატეხოს ყოველივეს ნებისდამრთველ ქრისტიანულ სამყაროს.
10. აღწერე ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა იეჰოვას განაჩენის შემდეგ.
10 როგორც იერემიას 25-ე თავის მე-10 და მე-11 მუხლებში ვკითხულობთ, იეჰოვა ამბობს: „აღვკვეთავ მათგან სიხარულის ხმას და ლხინის ხმას, სიძის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილის ხმას და ლამპრის ნათელს. გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა“. ნამდვილად გასაოცარი იქნება, როდესაც გრგვინვით დაემხობა ქრისტიანული სამყაროს ძლევამოსილი ტაძრები და მდიდრული ნაგებობები. რა მასშტაბით იქნება ეს განადგურება? იერემიას დროს ისრაელისა და მისი მეზობელი ქვეყნების ხალხების გატიალება გრძელდებოდა 70 წლის განმავლობაში, როგორც ფსალმუნის 89:10-შია აღწერილი სიცოცხლის ხანგრძლივობა. იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება იქნება დასკვნითი, მარადიული.
განაჩენი დიდი ბაბილონის წინააღმდეგ
11. ვინ იქნება ქრისტიანული სამყაროს განადგურების იარაღი? რატომ?
11 როგორც ნაწინასწარმეტყველებია გამოცხადების 17:12-17-ში, დრო მოვა მაშინ, როდესაც იეჰოვა დაიწყებს უჩვეულო მოქმედებებს, ‘ღმერთი მისცემს’ ‘ათ რქას’ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მილიტარიზებულ წევრებს — ‘რომ შეასრულონ მისი [ღმერთის] ნება’, გააჩანაგონ ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია. როგორ მოხდება ეს? მრავალრიცხოვანი მიზეზი არსებობს, რომ ‘ათმა რქამ’, რომელიც მოხსენიებულია მე-17 თავის მე-16 მუხლში ‘შეიძულოს მეძავი’ და ‘ცეცხლში დაწვას იგი’. ნამდვილად, ბირთვული შეიარაღება გრძელდებოდა და კვლავაც გრძელდება დედამიწის მრავალ ცხელ წერტილში. მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუ იეჰოვა როგორ ჩაუდებს გულებში პოლიტიკურ მმართველებს, რომ განახორციელონ მისი შურისგება.
12. ა) რა დაემართა ბაბილონს იერუსალიმის განადგურების შემდეგ? ბ) რა დაემართება ხალხებს ქრისტიანული სამყაროს განადგურების შემდეგ?
12 წარსულში ბაბილონმაც იწვნია იეჰოვას მრისხანება. ამიტომ, იერემიას 25-ე თავის მე-12 მუხლიდან დაწყებული, წინასწარმეტყველებაში იცვლება აზრთა მსვლელობა, რადგან აღწერილია შემდგომი მოვლენები. მეტად აღარ არიან იეჰოვას განაჩენის აღმსრულებლები, — ნაბუქოდონოსორი და ბაბილონი, — არამედ ახლა ისინი ფესვგადგმულნი არიან მთელი ქვეყნიერების ხალხებში. ეს არის დღევანდელი სიტუაციის მსგავსი. „ათი რქა“, რომელიც მოხსენიებულია გამოცხადების მე-17 თავში, გააპარტახებს ცრუ რელიგიას, ხოლო მოგვიანებით თავადვე იგემებს განადგურებას ‘დედამიწის მეფეებთან’ ერთად, როგორც ეს აღწერილია გამოცხადების მე-19 თავში. იერემიას 25:13, 14-ში აღწერილია, თუ როგორ დაატყდება თავს განაჩენი ბაბილონსა და ‘ყველა იმ ხალხებს’, რომლებიც ექსპლუატაციას უწევდნენ იეჰოვას ხალხს. იეჰოვამ გამოიყენა ნაბუქოდონოსორი, როგორც ისრაელზე სასჯელის აღმსრულებელი. მაგრამ ნაბუქოდონოსორი და ბაბილონის შემდგომი მეფეები თვით იეჰოვას წინააღმდეგ ამპარტავნულად განადიდებდნენ საკუთარ თავს, მაგალითად, როგორც ეს გამომჟღავნდა მაშინ, როდესაც შებილწეს იეჰოვას ტაძრის ჭურჭელი (დანიელი 5:22, 23). ხოლო როდესაც ბაბილონელებმა გაანადგურეს იერუსალიმი და მის მეზობლად მდებარე ქვეყნები — მოაბი, ყამონი, ტვიროსი, ედომი და სხვა — ბაბილონელები ხარობდნენ და დასცინოდნენ ღმერთის ხალხს. ამის გამო მათ იეჰოვასგან ჯეროვანი საზღაური უნდა მოემკათ.
განაჩენი ‘ყველა ხალხის’ წინააღმდეგ
13. რა არის ნაგულისხმები ‘რისხვის ღვინით სავსე თასით’ და რა დაემართება მათ, ვინც შესვამს ამ თასს?
13 ამიტომ, იერემია 25-ე თავის მე-15 და მე-16 მუხლებში ამბობს: „ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი. შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის“. რატომ არის ეს იეჰოვას ‘რისხვის ღვინით სავსე თასი’? მათეს 26:39, 42-სა და იოანეს 18:11-ში იესომ თქვა, რომ მისთვის „თასი“, ანუ „სასმისი“ ასიმბოლოებდა ღმერთის ნებას. მსგავსად, იეჰოვას ნების სიმბოლოდ გამოიყენება თასი, იმისთვის რომ ხალხებმა შესვან იეჰოვას ღვთიური შურისგება. იერემიას 25:17-26 ჩამოთვლილია ხალხები, რომლებიც განასახიერებენ თანამედროვე დროის ხალხებს.
14. იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად, ვინ სვამს იეჰოვას რისხვის ღვინით სავსე თასს და რას ასიმბოლოებს ეს დღეს?
14 იმის შემდეგ, რაც ქრისტიანული სამყარო, იუდას მსგავსად იქნა ‘გაოხრებული, შემზარავი, სამარცხვინო სანახავი და შეჩვენებული’, განადგურება მოელის ცრუ რელიგიის სამყაროს იმპერიის დანარჩენ ნაწილს. შემდგომ მთელმა ქვეყნიერებამ, რომელსაც ასიმბოლოებს ეგვიპტე, უნდა შესვას იეჰოვას რისხვის ღვინით სავსე თასი! დიახ, ყველამ უნდა შესვას ‘ჩრდილოეთის ყველა მეფემ, ერთმანეთის ახლობელმა და შორეულმა, ყველა ქვეყნის სამეფომ, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს’. საბოლოოდ „მეფე შეშაქი მათ შემდეგ შესვამს“. ვინ არის „მეფე შეშაქი“? შეშაქი არის ბაბილონის სიმბოლო, კრიპტოგრამა, ანუ კოდი. სატანა, როგორც ბაბილონის უხილავი მეფე იყო, ზუსტად ასევე, ქრისტეს სიტყვების თანახმად, ის არის „ქვეყნიერების მთავარი“ (იოანე 14:30). ასე რომ, იერემიას 25:17-26-ის პარალელი გამოცხადების მე-18 და მე-20 თავებთან ნათელყოფს იმ მოვლენების თანმიმდევრობას, როდესაც იეჰოვას მრისხანების თასი იქნება ჩამოტარებული. პირველად უნდა განადგურდეს ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია, შემდეგ პოლიტიკური ძალები და შემდეგ თვით სატანა უნდა იქნეს უფსკრულში ჩაგდებული (გამოცხადება 18:8; 19:19-21; 20:1-3).
15. რა მოხდება იმის შემდეგ, რაც ყველგან გამოცხადდება „მშვიდობა და უსაფრთხოება“?
15 ძალიან ბევრი საუბარი იყო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ იმის შემდეგ, რაც ვითომდა დასრულდა „ცივი ომი“ და დარჩა მხოლოდ ერთი უმაღლესი ძალა. როგორც გამოცხადების 17:10 აღნიშნავს, ეს უმაღლესი ძალა არის მხეცის მეშვიდე თავი, რომელიც „მცირე ხანს დარჩება“. მაგრამ ეს ‘მცირე ხანი’ უახლოვდება დასასრულს. მალე, შეწყდება მითქმა-მოთქმა პოლიტიკური ‘მშვიდობისა და უსაფრთხოების’ შესახებ, რადგან „მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება“ — ასე აღნიშნავს პავლე მოციქული 1 თესალონიკელთა 5:2, 3-ში.
16, 17. ა) რა იქნება შედეგი, თუ ვინმე შეეცდება თავი დააღწიოს იეჰოვას განაჩენს? ბ) რა გამანადგურებელი გზით აღსრულდება იეჰოვას განაჩენი დედამიწაზე?
16 სატანის მთელი ქვეყნიური სისტემა, ქრისტიანული სამყაროთი დაწყებული, შესვამს იეჰოვას შურისგების თასს. იეჰოვას შემდგომი ბრძანება, რომელიც ჩაწერილია იერემიას 25-ე თავის 27-ე და 29-ე მუხლებში, ადასტურებს ამას: „უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით დათრობამდე და წამოარწყიეთ, დაწექით და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც ჩამოვაგდებ თქვენს შორის. თუ უარს იტყვიან და არ გამოართმევენ თასს შესასმელად, უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: უნდა შესვათ! რადგან, აჰა, სწორედ ამ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დავიწყებ განადგურებას. ხომ არ გგონიათ, დაუსჯელნი დარჩეთ? არ დარჩებით დაუსჯელნი, რადგან მახვილს მოვუხმობ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი“.
17 ნამდვილად, ეს ძლიერი სიტყვებია, სიტყვები, რომლებიც იწვევს შიშს, რადგან ითქვა მთელი სამყაროს სუვერენი უფლის, იეჰოვა ღმერთის მიერ. ათასწლეულების განმავლობაში ითმენდა იეჰოვა გმობას, ბრალდებებს და სიძულვილს, რომელსაც ავლენდნენ მისი წმიდა სახელის მიმართ. და ახლა დადგა დრო, რომ იეჰოვამ უპასუხოს ლოცვას, რომელსაც თავისი საყვარელი ძე დედამიწაზე ყოფნის დროს ასწავლიდა თავის მოწაფეებს: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; და მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). ეს არის იეჰოვას ნება, რომ იესომ, როგორც იეჰოვას მახვილმა, აღასრულოს შურისგება.
18, 19. ა) ვინ გამოვიდა, რომ გაიმარჯვოს იეჰოვას სახელით და რას ელოდება, ვიდრე გაიმარჯვებს? ბ) როდის გაათავისუფლებენ ანგელოზები იეჰოვას მძვინვარების ქარიშხალს და რომელ შემაძრწუნებელ მოვლენებს ექნება ადგილი დედამიწაზე?
18 გამოცხადების მე-6 თავის დასაწყისში ვკითხულობთ, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული იესო ‘გამოვიდა გამარჯვებით რათა გაიმარჯვოს’ (მუხლი მე-2). ეს დაიწყო 1914 წელს, იესოს გამეფებისთანავე. თეთრ ცხენზე ამხედრებულ იესოს თან მოჰყვნენ სხვა ცხენები და მხედრები, რომლებიც ასახიერებდნენ ტოტალურ ომებს, შიმშილობასა და ეპიდემიებს, რაც ამ დროიდან მოყოლებული მძვინვარებდა დედამიწაზე. მაგრამ, როდის იქნება ამ შფოთის დასასრული? გამოცხადების მე-7 თავი გვამცნობს, რომ ოთხ ანგელოზს მტკიცედ უპყრია „დედამიწის ოთხი ქარი“ იმ დრომდე, ვიდრე სულიერი ისრაელი და ყველა ერებიდან გამოსული უამრავი ხალხი შეიკრიბება ხსნისთვის (მუხლი 1). რა მოხდება შემდეგ?
19 იერემიას 25-ე თავის 30-ე და 31-ე მუხლები აგრძელებს: „ზეგარდამო იგრგვინებს უფალი და თავისი წმიდა სადგომიდან მოიღებს ხმას; მეხივით იგრგვინებს თავის ფარეხზე, ყურძნის მწნეხავივით იყიჟინებს ქვეყნის ყველა მკვიდრზე. ქვეყნის კიდემდე მიაწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს, ამბობს უფალი“. ვერცერთი ერი ვერ გაექცევა, რომ არ შესვას იეჰოვას მრისხანების თასი. ამიტომ, სწორედ ეხლა გულმართალი ადამიანები უნდა გამოეყონ ბოროტ ხალხს, ვიდრე ოთხ ანგელოზს ხელთ უპყრია იეჰოვას მძვინვარების მღელვარე ქარიშხალი. ნამდვილად ბობოქარია ეს ქარიშხალი, რადგან იერემიას წინასწარმეტყველება 32-ე და 33-ე მუხლებში აგრძელებს:
20. რომელი სცენა ამახვილებს ყურადღებას იეჰოვას განაჩენის სიმკაცრეზე და რატომ არის ასეთი მოქმედება აუცილებელი?
20 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან. ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“. ნამდვილად, შემზარავი სცენაა, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დედამიწა გაიწმინდოს ყოველგვარი ბოროტებისგან, ვიდრე დამკვიდრდება ღმერთის მიერ აღთქმული სამოთხე.
მწყემსების კვნესა და გოდება
21, 22. ა) ვინ იყვნენ იერემიას 25:34-36-ში მოხსენიებული ისრაელის ‘მწყემსები’ და რატომ გოდებდნენ იძულებით? ბ) თანამედროვე დროის რომელმა მწყემსებმა დაიმსახურეს ეს მრისხანება სრულად?
21 იეჰოვას განაჩენის შესახებ საუბრობს 34-36 მუხლები: „ვალალებდეთ, მწყემსებო! ჰკიოდეთ, მტვერი დაიყარეთ, ჯოგის პატრონებო, რადგან დადგა თქვენი დაკვლის ჟამი! გაგფანტავთ და ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით. გასაქცევი აღარ გექნებათ მწყემსებს და თავშესაფარი — ჯოგის პატრონებს. აჰა, ისმის მწყემსების კივილი და ჯოგის პატრონთა ვაების ხმა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვრებს“.
22 ვინ არიან ეს მწყემსები? ისინი არ არიან რელიგიური წინამძღვრები, რომელთაც უკვე შესვეს იეჰოვას მრისხანება. ისინი არიან მილიტარისტი მწყემსები, რომლებიც აგრეთვე აღწერილნი არიან იერემიას 6:3-ში, რომლებიც თავს უყრიან თავიანთ ჯარებს და აშკარად უგულებელყოფენ იეჰოვას. ისინი არიან პოლიტიკური მმართველები, რომლებიც გამდიდრდნენ ქვეშევრდომთა ხარჯზე. მათგან უმრავლესობა მაქინატორი და გარყვნილების ოსტატია. ისინი არ ჩქარობენ, რომ დაეხმარონ ხალხს იმ ქვეყნებში, სადაც მძვინვარებს შიმშილი. ისინი ამდიდრებენ ‘ჯოგის პატრონთ’, მაგალითად, შეიარაღების მწარმოებლებსა და გარემოს გაუმაძღარ გამნადგურებლებს იმ დროს, როდესაც უარესდება ადამიანთა სამედიცინო დახმარებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა; მათი მხრიდან მცირედი ხარჯი კი იხსნიდა ათეულ მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს.
23. აღწერე სატანის სამფლობელოს მდგომარეობა იმის შემდეგ, რაც იეჰოვა განახორციელებს გამანადგურებელ მოქმედებებს.
23 არ არის გასაოცარი, რომ იერემიას 25-ე თავის 37-ე და 38-ე მუხლები იმათ შესახებ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ეგოისტურად ეძებენ მშვიდობას, ამბობს: „დაიქცა მშვიდობიანი სადგომები უფლის ცეცხლოვანი რისხვისგან. გამოვიდა, როგორც ლომი, თავისი სადგომიდან, რადგან გაუდაბურდა მათი ქვეყანა დამღუპველი მახვილისგან და მისი ცეცხლოვანი რისხვისგან“. ნამდვილად გასაოცარია! მაგრამ იეჰოვა თავის მძვინვარე მრისხანებას გადმოაფრქვევს იმ პიროვნების მეშვეობით, რომელიც გამოცხადების 19:15, 16-ში მოხსენიებულია, როგორც „მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალი“, რომელიც რკინის კვერთხით დამწყემსავს ერებს. რა მოჰყვება ამას?
24. რა კურთხევას მოუტანს სამართლიან ადამიანებს ცრუ რელიგიისა და სატანის ქვეყნიერების განადგურება?
24 განგიცდია თუ არა ოდესმე ტაიფუნის ან ქარიშხლის მძვინვარება? ეს თავზარდამცემი იქნებოდა. მაგრამ მეორე დილით, ქარიშხლის მიერ გაპარტახებული მიდამოს მიუხედავად, ჰაერი იმდენად სუფთა, მშვიდი და გამაცოცხლებელია, რომ შენ მადლიერი ხარ იეჰოვასი, ასეთი უჩვეულო, მშვენიერი დღის გამო. ასევე, როდესაც დიდი ჭირის მძვინვარე ქარიშხალი ჩადგება, მადლიერების გრძნობით აღვსილი შეხედავ დედამიწას, იმიტომ რომ ცოცხალი ხარ და გსურს, მონაწილეობა მიიღო იეჰოვას შემდგომ ღონისძიებაში — დედამიწის გაწმენდაში, რომ დედამიწაზე გაშენდეს დიდებული სამოთხე. იეჰოვას სამართლებრივი დავა ხალხებთან მიაღწევს დასასრულს, განწმენდს მის სახელს და გზას გაუკვალავს დედამიწაზე მისი ნების შესრულებას, რომ დამყარდეს მესიანური სამეფოს ათასწლიანი მმართველობა. დაე, ეს სამეფო მოვიდეს მალე!
სტატიის 5-24 აბზაცის გამეორება
◻ ცრუ რელიგიის რომელი თვალთმაქცობის წინააღმდეგ ხდება განაჩენის გამოტანა დღეს?
◻ განაჩენის შესახებ რა თვალსაზრისი არის ფართოდ განხილული იერემიას 25:12-38-ში?
◻ მრისხანების რა თასი ჩამოტარდა ყველა ერში?
◻ ვინ არიან ის მწყემსები, რომლებიც კვნესიან და გოდებენ და რატომ არიან ისინი შეწუხებულნი?
[სურათი მე-18 გვერდზე]
იეჰოვამ ამოარჩია ქრისტიანული სამყაროს განადგურების იარაღი.