დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა თავის ვაჟ აბესალომს გაურბოდა.+
3 იეჰოვა, რატომ მომიმრავლდნენ მტრები?+
რატომ ამიმხედრდა ამდენი?+
2 ბევრი ამბობს ჩემზე,
არ დაიხსნისო ღმერთი.+ (სელა)
3 შენ კი, იეჰოვა, ჩემი ფარი ხარ, ყოველი მხრიდან რომ მიცავს,+
ჩემი დიდება ხარ,+ შენ მატარებ თავაწეულს.+
4 მოვუხმობ იეჰოვას
და ისიც მიპასუხებს თავისი წმინდა მთიდან.+ (სელა)
5 დავწვები, დავიძინებ
და უვნებელი გავიღვიძებ,
რადგან იეჰოვა მიდგას მხარში.+
6 არ შევუშინდები ათასებს,
ყოველი მხრიდან რომ შემომრტყმიან გარს.+
7 აღდექ, იეჰოვა! მიხსენი,+ ჩემო ღმერთო!
შენ შემოჰკრავ ყბებში ჩემს მტრებს
და კბილებს ჩაუმტვრევ ბოროტებს!+
8 იეჰოვაა მხსნელი.+
შენგან არის კურთხეული შენი ხალხი! (სელა)