იერემია
17 „რკინის კალმითაა ნაწერი იუდას ცოდვა,
ალმასის წვერითაა ამოტვიფრული მათი გულისფიცარზე
და მათი სამსხვერპლოების რქებზე;
2 მათ ვაჟებსაც კი ახსოვთ ეს სამსხვერპლოები და სათაყვანო ბოძები,+
ფოთოლხშირი ხეების გვერდით, მაღალ გორებსა+
3 და ველზე წამომართულ მთებზე.
დავატაცებინებ შენს დოვლათს, მთელ შენს განძს,+
გავაძარცვინებ შენს სათაყვანო მაღლობებს მთელ შენს მხარეში ჩადენილი ცოდვის გამო.+
4 თავად იტყვი უარს მემკვიდრეობაზე, რომელიც მოგეცი.+
სულ იგიზგიზებს“.
5 აი, რას ამბობს იეჰოვა:
და ვისი გულიც შორდება იეჰოვას.
6 ის ხრიოკ მიწაზე ამოსულ ერთადერთ ხეს დაემსგავსება;
კარგს ვერაფერს იხილავს;
დამკვიდრდება უდაბნოში, გადახრუკულ ადგილას,
მარილიან მიწაზე, რომელზეც არავინ მკვიდრობს.
8 ის წყალთან დარგულ ხესავით იქნება,
ნაკადულთან რომ იდგამს ფესვს;
არ შეიტყობს პაპანაქების დადგომას
და მუდამ ხასხასა ფოთლები ექნება.+
გვალვა ვერ შეაწუხებს
და ნაყოფის გამოღებასაც არ შეწყვეტს.
9 გული ყველაზე ვერაგი და უმართავია*.+
ვინ შეიცნობს მას?!
შუახნისა დაკარგავს ყველაფერს
და ბოლოს უგუნური აღმოჩნდება“.
13 იეჰოვა, ისრაელის იმედო,
შერცხვება ყველა, ვინც შენ ზურგს შეგაქცევს;
14 განმკურნე, იეჰოვა, და განვიკურნები,
გადამარჩინე და გადავრჩები,+
მე ხომ შენ გასხამ ხოტბას!
15 აი, რას მეუბნებიან:
„სად არის იეჰოვას სიტყვა?!+
აბა შესრულდეს!“
16 მე კი სულ მუდამ მოგყვებოდი, უარი არ მითქვამს მწყემსობაზე,
და არც უბედურების დადგომა მინატრია.
კარგად იცი, რაც ჩემს ბაგეს უთქვამს;
ყველაფერი შენ თვალწინაა.
17 თავზარს ნუ დამცემ,
შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების ჟამს.
შეაძრწუნე ისინი,
მე კი ნუ შემაძრწუნებ!
უბედურება დაატეხე მათ,+
შემუსრე და ბოლო მოუღე!
19 აი, რა მითხრა იეჰოვამ: «წადი და დადექი ხალხთა კარიბჭესთან, სადაც იუდას მეფეები შედიან და გადიან, აგრეთვე იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან,+ 20 და უთხარი, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფეებო, იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნო, რომლებიც ამ კარიბჭეებში შედიხართ! 21 აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „გაფრთხილდით! არანაირი ტვირთი არ ზიდოთ შაბათ დღეს, არც იერუსალიმის კარიბჭეებში შეიტანოთ ის;+ 22 არც სახლებიდან გამოიტანოთ ტვირთი შაბათ დღეს; არ იმუშაოთ.+ წმინდა იყოს შაბათი დღე თქვენთვის, როგორც თქვენს მამა-პაპას ვუბრძანე;+ 23 მაგრამ არ მომისმინეს და ყური არ დამიგდეს, გაჯიუტდნენ, არ დამემორჩილნენ და არ მიიღეს დარიგება.+
24 თუ ყველაფერში დამემორჩილებით, — ამბობს იეჰოვა, — შაბათ დღეს არანაირ ტვირთს არ შეიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში, წმინდა იქნება შაბათი დღე თქვენთვის და ამ დღეს არ იმუშავებთ,+ 25 მაშინ ამ კარიბჭეებში შევლენ დავითის ტახტზე მსხდომი მეფეები+ და მთავრები ეტლებითა და ცხენებით, მეფეები და მთავრები, იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი,+ და ეს ქალაქი მარადიულად იქნება დასახლებული. 26 მოვა ხალხი იუდას ქალაქებიდან, იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის მიწიდან,+ ბარიდან,+ მთიდან და ნეგებიდან; მოიტანენ მთლიანად დასაწვავ მსხვერპლს,+ შესაწირავს,+ მარცვლეულ შესაწირავს,+ გუნდრუკსა და სამადლობელ მსხვერპლს იეჰოვას ტაძარში.+
27 მაგრამ, თუ არ დამემორჩილებით, არ იქნება თქვენთვის შაბათი დღე წმინდა, მაინც ატარებთ ტვირთს და შაბათ დღეს ტვირთს იერუსალიმის კარიბჭეებში შეიტანთ, ცეცხლს მივცემ მის კარიბჭეებს, შთანთქავს ის იერუსალიმის გამაგრებულ კოშკებს+ და არასოდეს ჩაქრება“».+