ქებათა ქება
2 „როგორც შროშანი ეკლებს შორის,
ისეა ჩემი სატრფო ქალიშვილებს შორის“.
3 «როგორც ვაშლის ხე ტყის ხეებს შორის,
ისეა ჩემი სატრფო ვაჟებს შორის.
მის ჩრდილქვეშ ყოფნა მწყურია,
მისი ნაყოფი ჩემთვის ტკბილია.
4 შემიყვანა ღვინის სახლში,
სიყვარულის ალამი აღმიმართა თავს ზემოთ.
ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ ჩემში სიყვარულს, სანამ თავისით არ მოვა!+
8 ჩემი სატრფოს ხმა ისმის!
აი, მოდის,
მთებს სერავს, გორებზე მოქრის.
9 ქურციკივით და ირემივითაა ჩემი სატრფო.+
აი ჩვენი კედლის იქით დგას,
სარკმელში იყურება,
ცხაურაში იჭვრიტება.
10 ჩემი სატრფო მეუბნება:
„ადექი, ჩემო საყვარელო,
ჩემო ლამაზო, და გამომყევი.
11 ნახე, ზამთარი გავიდა,
წვიმების დრომ გადაიარა, წავიდა.
გასხვლის დრო დადგა,+
გვრიტი აღუღუნდა ჩვენს მხარეში.+
13 ლეღვმა საადრეო ნაყოფი გამოიღო;+
ვაზი აყვავდა და მისი სურნელება იფრქვევა.
ადექი, ჩემო საყვარელო, მოდი.
გამომყევი, ჩემო ლამაზო.
14 ჩემო მტრედო, კლდის მყუდრო თავშესაფარში,+
ქარაფის სამალავში მიმალულო,
დამენახვე, გამაგონე შენი ხმა,+
მშვენიერო და ხმატკბილო“».+